| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, Vა კლასის მოსწავლეებმა ჩემი საქართველოს გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა - „მეგრული და სვანური სამზარეულო“ განახორციელეს.
მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში მეგრული და სვანური სამზარეულოს კერძები წარადგინეს, რომლის მომზადებაშიც ოჯახის წევრებთან ერთად თავად მონაწილეობდნენ.
„აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. კერძების მომზადების დაგეგმვისას ბავშვებმა იმ თვისებების შესახებ გაიგეს, რაც ამ კუთხეების სამზარეულოებისთვის არის დამახასიათებელი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ნათელა გელაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა