სიახლეები
სიახლეები

„მათ მაგალითს მასწავლებლები უნდა აძლევდნენ“- პედაგოგები ბავშვის ღირსეულ მოქალქედ ჩამოყალიბებაზე
05-04-2022
-
+


სკოლის როლი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია. ბავშვები მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს სკოლიდანვე აცნობიერებენ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მათი მომავალი შეხედულებები და დამოკიდებულებები სწორედ სკოლაში ყალიბდება. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს სკოლამ და პედაგოგებმა იმისთვის, რომ ბავშვები ღირსეულ მოქალაქეებად აღიზარდონ.

Etaloni.ge ამ კითხვით საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებელს დაუკავშირდა, რათა საკითხთან დაკავშირებით მათი აზრი გაგვეგო.

თამილა კობიაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო  სკოლის მასწავლებელი:

სკოლისა და ოჯახის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ღირსეული მოქალაქეები გავზარდოთ. რასაკვირველია, ისინი განათლებული ადამიანები უნდა იყვნენ. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და საზოგადოებაში ადგილის დასამკვირდებლად, ზოგად განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე მაინც, პირველ რიგში, ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია, ისინი ღირსეულ მოქალაქეებად აღვზარდოთ. რაც იმაში გამოიხატება, რომ საზოგადოების ღირსეული წევრები იყვნენ, იცოდნენ ურთიერთობა, იყვნენ ტოლერანტები, პატივი სცენ ერთმანეთს და რა საკვირველია, იყვნენ პატრიოტები. თუ ნორმალურ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან, თავიანთ ადგილს საზოგადოებაში აუცილებლად დაიმკვიდრებენ.

არ არის აუცილებელი ყველა პედაგოგი, პროფესორი ან მენეჯერი იყოს. საჭიროა ყველა მათგანი ადამიანი იყოს და დღესდღეობით იმდენნაირი პროფესია არსებობს, რომ ყველა თავის ადგილს იპოვის - ასეთია ჩემი აზრი. მთავარია, ღირსეულ ადამიანებად აღვზარდოთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, შეთანხმებით, ურთიერთპატივისცემით, თანამშრომლობით. მხოლოდ ერთი ადამიანის, თუნდაც დამრიგებლის, საგნის მასწავლებლის ან დირექტორის ძალიხსმევა შედეგს არ მოგვცემს. საჭიროა, ერთობლივად ვიმოქმედოთ. თუ სკოლაში მოსწავლესთან დაკავშირებით, რაიმე პრობლემა გაჩნდება, ჩემი აზრით, ერთობლივი ძალისხმევით, ერთად უნდა გამოვასწოროთ ისე, რომ პიროვნებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მოვახდინოთ. ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ჩვენი პროფესია ეს არის. ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბება ურთიერთთანამშრომლობით და პლუს ოჯახის ჩართულობით მიიღწევა.

ლილი ფუტკარაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო  სკოლის მასწავლებელი:

იმისთვის, რომ მოსწავლეები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ სკოლამ და მასწავლებელმა თავიანთი როლი უნდა შეასრულონ. სკოლა მხოლოდ ბანერზე გამოკრული მისიით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მასწავლებლებმა არაფორმარული განათლების უფრო დიდი მასშტაბით დანერგვას უნდა შეუწყოს ხელი. ბავშვები არამარტო თეორიულად და მხოლოდ წიგნებიდან უნდა კითხულობდნენ, როგორია ღირსეული მოქალაქე, არამედ მათ მაგალითს მასწავლებლები უნდა აძლევდნენ. პედაგოგები მოსწავლეებისთვის ღირსეული მოქალაქის ნიმუში უნდა იყვნენ.

მაია გელაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

სკოლისა და მასწავლებლის მოვალეობაა, მომავალ თაობაზე იზრუნოს. მათი აღზრდისთვის აუცილებელია, ხელშეწყობა, მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და განვითარება. სკოლა მასწავლებელს ხელს უნდა უწყობდეს როგორც პროფესიულ ზრდაში, ასევე მატერიალურ დახმარებასაც უნდა უწევდეს, რაც პედაგოგს, თავის მხრივ, დაეხმარება, რომ მოსწავლეებში ის უნარები გააერთიანოს, რომლებიც მას სამომავლოდ დასჭირდება. ღირსეული მოქალაქეობა ნიშნავს, ადამიანი გრძნობდეს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, ასევე, საკუთარი ოჯახისა და თავის წინაშე. ღირსეული მოქალაქე ნიშნავს, რომ ის იყოს განვითარებული, განათლებული და იმ ვალდებულებებს ასრულებდეს, რაც მის წინაშეა, უნდა იცავდეს წესრიგსა და კანონებს. ამაში კი მოსწავლეებს მასწავლებლები უნდა დაეხმარონ. მიმაჩნია, პირველ რიგში, პედაგოგის ვალია, რომ მოსწავლეებს სწორედ მოქალაქეობრივი პასუხისგმებლობა განუვითაროს და აღზარდოს ისეთი მოქალაქე, რომელიც თავის სამშობლოს როგორც თავისი ცოდნითა და განათლებით, ასევე, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც გამოადგება.

თინათინ ბუდაღაშვილი, ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

მასწავლებელი და სკოლა მოსწავლეების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს აკეთებს. სამინისტრომ მოგვცეს საშუალება რომ ბავშვებს მივხედოთ - გადაგვტვირთა ზედმეტი ქაღალდომანიით. ჩვენ მათ აღზრდასა და დარიგებას არ ვაკლებთ. აღზრდილი გვყავს ბევრი თაობა, რომლებიც სამშობლოსთვის გულანთებულები არიან, მაგრამ თუ სამინისტრო მეტს გააკეთებს მასწავლებლებისთვის, ჩვენც მოსწავლეებისთვის უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლება. მოსწავლეებს ღირსეული მოქალაქეობის განცდა აქვთ, უნდათ სიკეთის კეთება, სამშობლოსთვის ბრძოლა. მე, ამ ეტაპზე, მე-4 კლასი მყავს, ისინი უკრაინას ძალიან გულშემატკივრობენ და დახმარების სურვილიც თვითონ გამოთქვეს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ეთნიკურად აზრებაიჯანლები არიან. ამბობენ, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და ჩვენ ამ ქვეყნისთვის ვიბრძოლებთ. ეს ჩემთვის დიდი მიღწევაა. ისინი სკოლასა და ოჯახში ნამდვილად ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან, ჯარში წასვლაზეც თანახმა არიან. ყველას უნდა, რომ პოლიციელი გახდეს, უნდათ, რომ მშვიდობა იყოს და ამისთვის სამშობლოსთვისაც იბრძოლებენ. უნდათ, რომ მთელი საქართველო ფეხით მოიარონ, დაათვალიერონ, შემდეგ კი ამ ქვეყნის შესახებ, ყველა ტურისტს ესაუბრონ. ეს უკვე საქართველოს სიყვარულია. როდესაც ვკითხე, ნამყოფი იყვნენ თუ არა აზერბაიჯანში, მითხრეს, რომ არა და როცა გაიზრდებოდნენ, ამ ქვეყანას მოინახულებდნენ, მაგრამ მხოლოდ საქართველოში იცხოვრებდნენ და დაკარგული ტერიტორიებს დაიბრუნებდნენ. ამბობენ, რომ ყველა ტურისტს აჩვენებენ, თუ როგორია საქართველოს კულტურა და ბუნება.

მაკა ანთაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ თავად მასწავლებლები ტოლერანტები უნდა იყვნენ. მათ უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლის უფლება დაცული იქნება. არ უნდა იყოს დისკრიმინაციული მიდგომა, რადგან ვხედავ, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ რაღაც საკითხები გამოსასწორებელი გავქვს. მასწავლებლებმა უნდა იფიქრონ თავიანთ სასაუბრო ენაზე, როგორ მიმართავენ მოსწავლეებს, რა წინადადებსა და სიტყვებს გამოიყენებენ, რათა მოსწავლეები უფლებები არ შეიზღუდოს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებისთვის მაგალითის მიმცემი მასწავლებლები არიან. ჩვენ მოსწავლეებს რასაც ვეუბნებით, ამას მაგალითითაც უნდა ვუმტკიცებდეთ. შედეგად, ტოლერანტული გარემო ჩამოყალიბდება, მოსწავლეთა უფლებები გათვალისწინებული იქნება და ეს მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს. მათთვის სკოლა არ იქნება ისეთი ადგილი, სადაც წასვლა არ ენდომებათ, აქ ისინი თავს ღირსეულ მოქალაქეებად იგრძნობენ.

ფატი მუშკუდიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

იმისთვის, რომ მოსწავლეები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ, პირველ რიგში, მასწავლებელმა ღირსეული და თანასწორი გარემო უნდა შექმნას, რათა ბავშვებმა თავიანთი უნარების გამოვლენა შეძლონ. მოსწავლეები სხვადასხვანაირები არიან, ზოგიერთი ინტროვერტია, ზოგი ექსტროვერტი. სასკოლო გარემო კი ყველაზე მორგებული უნდა იყოს. ასევე, მასწავლებელი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, მოსწავლეებისთვის მაგალითი უნდა იყოს. მაგალითად, თუნდაც, ნაგვის არდაყრით, მეგობრული დამოკიდებულებით მათთვის მისაბაძი უნდა იყოს. გარდა ამისა, სწორედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კუთხით, სკოლაში ისეთი პროექტები უნდა იქმნებოდეს, რომელშიც ყველანაირი შესაძლებლობის მოსწავლე თავისუფლად ჩაერთვება.

ცაულინა მალაზონია,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

ვფიქრობ, რომ საგავკეთილო პროცესთან ერთად, მოსწავლეებთან ღირებულებებზე უნდა ვსაუბრობდეთ. ამას დრო არამხოლოდ დამრიგებელმა, არამედ თითოეული საგნის მასწავლებელმა უნდა დაუთმოს. უნდა ვესაუბრეოთ, თუნდაც, მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ზოგჯერ ძალიან არასახარბიელო შეფასებები იკვეთება და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებზე საუბარს დრო უნდა დაეთმოს. ასევე, არაფორმალურ გარემოში კონკრეტული აქტივობები უნდა მომზადდეს, დამუშავდეს საკითხები და ამ გზით, თაობებს უნდა დავეხმაროთ, რომ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. იმ მოქალაქეებად, რომლებსაც გააჩნიათ ღირებულებები და პატივს სცემენ მათ.

მთვარისა ბაბაჯანაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

იმისთვის, რომ ბავშვები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ, თანადგომის უნარი უნდა ჰქონდეთ, გარემოს დაცვა უნდა შეეძლოთ, დემოკრატიულ საფუძვლებზე უნდა აღვზარდოთ, ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვასწავლოთ, ბავშვთა უფლებები და მოვალეობები აუცილებლად უნდა იცოდნენ, უნდა შეეძლოთ უმცირესობების დაცვა და ტოლერანტულები იყვნენ. პიროვნების ჩამოუალიბებაში სკოლის როლი საკმაოდ დიდია, ასეთია დანარჩენი მასწავლებლების მოსაზრებაც. როგორც აღვზრდით, ყოველთვის ისეთ თაობას ვიღებთ. ამიტომ ამ საკითხს სკოლაში დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

მაია კვენიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის მასწავლებელი:

ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლება კარგად უნდა ისწავლონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმარული განათლება, რადგან ამით ბავშვები ბევრ ღირსეულ თვისებას იძენენ. ეს თემებია, რაშიც მოსწავლეებს სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს. ზოგადად, მოსწავლეების მხრიდან ღირსეული მოქალაქეობა ნიშნავს, რომ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს პატივი სცეს და როდესაც გაიზრდება, მივიდეს არჩევნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს.

ნატო სამხარაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

ჩემი აზრით, ყველა ბავშვი ღირსეულია, მთავარია, ვეცადოთ, რომ მერე არ შევცვალოთ. ბევრი რამ შეიძლება მიანიშნებდეს ადამიანის ღირსებაზე. ბავშვებს რაც შეეხებათ, როგორც აღვნიშნე, ყველა მათგანი ღირსეულია. მათ სკოლამ და მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ და სწორი მიმართულებით განავითარონ. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ თავისუფლება მივანიჭოთ. ადამიანი თავისუფალი აზროვნებით უნდა ჩამოყალიბდეს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება