სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ინტერვიუ

„მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი...“ - სკოლის დირექტორები მოსაზრებებს გვიზიარებენ
23-10-2025
-
+


სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაა, რა დროსაც კლასგარეშე ღონისძიებები თუ აქტივობები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.  ღონისძიებების მომზადებისას ბავშვები სწავლობენ მოსმენას, იღრმავებენ გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას, ივითარებენ შემოქმედებით უნარებს, რაც საბოლოოდ მათი პიროვნული ზრდის ხელშემწყობი ხდება. 

ვაღიაროთ, მოსწავლეთა უმრავლესობისთვის კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობა  ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა; ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი აქტივობები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ელემენტია. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ etaloni.ge-სთან საჯარო სკოლის ხელმძღვანელები და საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებენ:

კარინე ბიჩახჩიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„სკოლებში ჩატარებული აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. პირადად ხშირად ვესწრები გაკვეთილებს და ვცდილობ, შევაფასო, როგორ მიდის სწავლის პროცესი, ხშირად ვატარებთ ინტრეგრირებულ გაკვეთილებს, რაც საინტერესოს ხდის სასკოლო ცხოვრებას. როგორც ხელმძღვანელს მეამაყება, რომ ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები და დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან ყოველი აქტივობისთვის.

ასე მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლობას, სწავლობენ, იყვნენ მეტად კრიატიულები... წარმოიდგინეთ, ბავშვებმა თავად დაგეგმეს და ჩაატარეს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, წარმოადგინეს კანდიდატურები, ჩაატარეს კენჭისყრა; ისინი ძალიან აქტიურები არიან, მეგობრობენ და თავადვე ატარებენ სპორტულ ღონისძიებებს, თანამშრომლობენ მეზობელ და მოსაზღვრე მუნიციპალიტეტთან, იწვევენ, იმართება შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში, განსაკუთრებით უყვართ ფეხბურთი...

ყოველი ჩატარებული ღონისძიება ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა გამართული მეტყველება, აზრის სწორად ჩამოყალიბება-გადმოცემა, თანამშრომლობითი კულტურა, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ.“ 

აისელ მუსტაფაევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„მოსწავლეთა აღზრდა-განათლებისთვის აუცილებელია მათი სრულფასოვანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რაც ღონისძიებებსა თუ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ, პედაგოგები მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული აქტივობა ისე საინტერესოდ დავგეგმოთ, რომ თითოეულ აღსაზრდელს გაუჩნდეს სურვილი, შეიტანოს საკუთარი წვლილი.

აქვე დავძენ, რომ სკოლაში მნიშნელოვანია სპორტული და სახალისო აქტივობების ჩატარება - ჯანსაღი ცხოვრების წესი ხომ ბედნიერი ცხოვრების საწინდარია. ახლა, სამწუხაროდ, სხვა სკოლაში ვართ „შეხიზნულები“ და ისეთი სიხშირით ვერ ვახერხებთ ღონისძიების ჩატარებას, როგორც ვისურვებდი, მაგრამ ვცდილობთ, არაფერს გამოვაკლდეთ და სკოლაში გატარებული თითოეული დღე მოსწავლეებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი, პროდუქტიული იყოს“. 

ზოია ნაზარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი: 

„საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რადგან მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი.

მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში აქტიური ცხოვრებაა, ვმართავთ ღონისძიებებს, ვატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, საბოლოოდ კი მოსწავლეები უფრო დიდი მონდომებით სწავლობენ. აქტივობები კარგად აისახება მოსწავლეთა განვითარებაზე, უყალიბებს მათ ინტელექტუალურ, გუნდურად მუშაობისა და თავისუფლად აზროვნების უნარებს... ბავშვებს ძალიან უხარიათ პროექტებში მონაწილეობა, ღონისძიებები უწყობს ხელს სკოლაში მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აჩენს ჯანსაღ კონკურენციას და აძლევს მოტივაციას, უკეთ ისწავლონ“.

ნორაირ აკოპიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხავეთის საჯარო სკოლის დირექტორი 

„პედაგოგიურმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს სწავლა ვუქციოთ დღესასწაულად. ამაში კი ღონსიძიებები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები გვეხმარება.

ღონისძიებებში ჩართულობა ავითარებს თავისუფალ აზროვნებას, ბავშვებს თავისუფალი ქმედების საშუალებას აძლევს... რაც მეტი ღონისძიება ჩატარდება სკოლებში, მით მეტად წარმატებული მოსწავლეები გვეყოლება.

სასკოლო აქტივობები წარმატებული სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია - ბავშვებიც მეტად მობილიზებულები არიან, მეტი მოტივაცია აქვთ, რომ უკეთ ისწავლონ და იყვნენ მეგობრულები“.

არმენუჰი ღარსლიანი, ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა, აზრის სწორად ჩამოყალიბება... - ეს უნარები სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს და ასეთ დროს ღონისძიებები თუ აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

სიმართლე გითხრათ, ხშირად ვესწრები გაკვეთილებს, მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ სხვადასხვა საკითხს, ვსაუბრობთ ქვეყნების ტრადიციებსა და კულტურებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში და მეამაყება, რომ ჩვენ შორის სწორი კომუნიკაციაა.

ღირსშესანიშნავ თრიღებს ვუძღვნით ღონისძიებებს, ბავშებიც აქტიურად ერთვებიან, წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს, პატივს სცემენ სხვის აზრს, ყველანი ვიცავთ დემოკრატიულობის პრინციპს და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს ვასწავლი, იყვნენ დამოუკიდებლები გადაწყვეტილების მიღებისას - ასეთი მიდგომებით გავდივართ ძალიან კარგ შედეგებზე, რაც ჩვენი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება."

ნვერ მინასიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ორჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს მეამაყება, რომ თითოეული მასწავლებელი ცდილობს, მაქსიმალურად ჩართოს ყოველი მოსწავლე არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში. 

ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორედ მსგავსი აქტივობები ქმნის პოზიტიურ გარემოს სკოლაში და ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვებს, ცოდნის ტაძარში გატარებული ყოველი დღე იყოს პროდუქტიული“. 

ანუშ ქახკციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მერენიის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„სკოლის აქტივობები ბევრს ასწავლის ბავშვებს... უღვივებს ინტერესს არა მხოლოდ კონკრეტული საგნების, არაამედ ზოგადი განათლების მიმართ; სწორედ მსგავსი ღონისძბების დამსახურებით ჩვენი ბავშვები ინტერესდებიან სხვადასხვა საკითხის სიღრმისეულად დასწავლით, ვივითარებენ სწრაფად აზროვნების უნარს, იძენენ საფუძვლიან განათლებას... იმავდროულად, სწავლობენ ტოლერანტობას, მეგობრობას, გუნდურად მუშობას, რაც წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.

გალია ირიციანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კორხის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ღონისძიებებში ჩართულობა ავითარებს თავისუფალ აზროვნებას, ბავშვები სწავლობენ სწორად მეტყველებას, მარტივად ამაყერებენ მეგობრულ ურთიერთობებ, ხდებიან უფრო კომუნიკაბელურები... რაც ჯამში განაპირობებს მათ წარმატებას არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

მნიშვნელოვანია, სკოლაში იყოს პოზიტიური გარემო, რასაც ხელს უწყობს სასკოლო აქტივობები; ბავშვებს ღონისძიებებში მონაწილეობა აძლევს მოტივაციას, იყვნენ წარმატებულები, კარგად ისწავლონ, შეიძინონ სხვადასხვა უნარები, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ, ერთმანეთს გაუწიონ ჯანსაღი კონკურენცია და საბოლოოდ სიყვარულში, მეგობრობაში, სიკეთების კეთებაში „გაეჯიბრონ“.

ქნარიკ ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლის დირექტორი 

„თითოეული ღონისძიება ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის დიდი ზეიმია...  უხარიათ, ეამაყებათ და აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. რა შედეგზე გავყავართ მსგავს მიდგომებს? - კითხვაზე პასუხი მარტივია: მოსწავლეები მეტად მობილიზებულები არიან, მეტი მოტივაცია აქვთ, უკეთ ისწავლონ, იყვნენ მეგობრულები...

ზოგადად, სასკოლო ღონისძიებები უწყობს ხელს სასწავლო გარემოს გააქტიურებას. მიხარია, რომ ჩვენი ბავშვები წარმოაჩენენ შემოქმედებით უნარებს და იფართოებენ თვალსაწიერს, ჩვენ კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნაში.“


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება

117894

„მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი...“ - სკოლის დირექტორები მოსაზრებებს გვიზიარებენ

როგორ ნერგავს სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს სასკოლო განათლებაში

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია ისტორიითა და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა
 

ღონისძიებაზე აღინიშნა იმ მოსწავლეთა წარმატება, რომლებმაც შესანიშნავი აკადემიური შედეგებით დაამთავრეს სკოლა

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება