სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
30-10-2025
-
+


27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა. 

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა.

ამ ლამაზი დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი - თეა ქავთარია) საყვარელი მასწავლებლები მიიწვიეს, სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს და მადლიერება გამოხატეს მათი შრომისა და ამაგისთვის, საქმის ერთგულებისთვის, პროფესიის სიყვარულისათვის. ბოლოს კი  „ვარსკვლავიც“ გაუხსნეს. ღონისძიებაზე მრავალჯერ გაჟღერდა - „გვიყვარხართ მასწავლებლებო!“

მოსწავლეებმა მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

„ჩვენც გვიყვარხართ და გვეიმედებით ბავშვებო თქვენ ხომ საქართველოს მომავალი ხართ. მადლობა, თეა მასწავლებელო, ამ ლამაზი და ემოციური დღისათვის. მადლობა, მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის“, - დიდი სიყვარულით მიმართავენ მასწავლებლები მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება