| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართევენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლის II კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან, ნინო ვაშალომიძესთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი. ინტერესით დაათვალიერეს მწერლის პირადი ნივთები, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები. ეზოში გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. შემდეგ მოინახულეს ერკეთისა და უდაბნოს მონასტრები.
დღემ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.
„დიდი მადლობა მოსწავლეებს, მშობლებსა და დამრიგებელს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა