| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ყოველწლიურ თვითშეფასებას განახორციელებენ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა - https://evaluate.eqe.ge/
სკოლების ყოველწლიური თვითშეფასების წესი დამტკიცდა - ვადა 3 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდეა
აღსანიშნავია, რომ დაწესებულებას თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ და ვრცელდება ავტორიზაციის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე პერიოდზე.
2025 წელს დაწესებულებების მიერ თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დაწესებულებებისთვის პროცესის მხარდაჭერის მიზნებისთვის, შეიქმნა ზემოაღნიშნული ელექტრონული პლატფორმის გამოყენების სახელმძღვანელო.
თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, ცენტრის მხრიდან უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომლის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ დაწესებულებებს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას