| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პირველი ნოემბრიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება. პირს, რომელსაც ექნება ამგვარი შეუთავსებლობა, არა მხოლოდ თანამდებობის დატოვება მოუწევს, არამედ ორი წლის განმავლობაში აეკრძალება იმავე ან სხვა საჯარო სამსახურში მუშაობა და მოუწევს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს აღებული ანაზღაურება.
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ საჯარო დაწესებულებებს, დეფიციტურ საქმიანობებს, ფუნქციებს, რომელთა შემსრულებლებსაც ექნებათ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არა უმეტეს ერთი წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
გამონაკლისია სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობა, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობა.
გთავაზობთ განათლების სფეროში დასაქმებულთა ჩამონათვალს, ვისაც მიენიჭა უფლება, პარალელურად იმუშაოს საჯარო სამსახურში:
ა) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი;
დ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი;
თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი;
ი) სააპელაციო საბჭოს წევრი;
კ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი;
ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი;
მ) ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი;
ნ) ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი;
ო) საგამოცდო პროცესის მეთვალყურე;
პ) საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი;
ჟ) ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი;
რ) გამსწორებელი;
ს) ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი;
ტ) ზეპირგამომცდელი (KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები);
უ) განათლების ექსპერტი: პროფესიული განათლების ექსპერტი/ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებაში ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები;
ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი;
ქ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი;
ღ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი;
ყ) ინკლუზიური განათლების სპეციალისტი;
შ) საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი;
ჩ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;
ც) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით);
ძ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი;
წ) პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით).
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლაში წარმატებული აბიტურიენტებით ამაყობენ
სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, შერჩეულ ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ