სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

12 ცვლილება, რომელიც ყველა სკოლას, ბაღსა და უმაღლესს შეეხება
28-10-2025
-
+


საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა ცნობილია.

დოკუმენტში გაწერილია შემდეგი საკითხები:

● მოწესრიგდება საქართველოში განხორციელებულ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული განათლების საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრების საკითხი;

● განისაზღვრება, რომ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს უფლება აქვს ისარგებლოს მობილობის უფლებით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება. ასევე, განისაზღვრება, რომ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევაში, მიმღებმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. ამასთან, მოსწავლეს მიენიჭება უფლება, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნება დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით;

● განისაზღვრება, რომ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია მოპოვებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მითითება გაკეთდება აღნიშნული იურიდიული პირებისთვის ავტორიზაციის განსხვავებული პირობების განსაზღვრის შესაძლებლობაზე;

● ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების არაუმეტეს 60 დღის ვადა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონით აღარ იქნება დარეგულირებული. ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ხარვეზის გამოსწორების ვადას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო, ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული სტანდარტის/კომპონენტის შეფასების მიხედვით.

● უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას განახორციელებს შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ნაცვლად.

● მოქალაქეობის არმქონე პირებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მიეცემათ სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვების უფლება;

● ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწევს 2028 წლის 1 იანვრამდე;

● საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს.

სრულყოფილად მოწესრიგდება სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ:

● „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება ჩანაწერი, რომლითაც დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

● სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, ასევე, არ გავრცელდება დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის გადაცემაზე;

● შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით დაწესებულებები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდება 4 წლიდან 6 წლამდე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

„სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

ბაღებში პედაგოგების და აღმზრდელების თანაფარდობა და ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური ოდენობა

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ნამწყემსარის მოგონებანი“

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს

 

ვაჟთა გუნდის შემადგენლობაში არიან - ანრი ჭანტურია, დიტო ჭანტურია, ლუკა კუჭავა, ლუკა ჟვანია, დიმა პარკაია

სკოლაში მადლობას უხდიან თეატრალურ დასს დაუვიწყარი ემოციებისა და ლამაზი დღისთვის

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება