| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების საერთაშორისო ცენტრი და პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განათლების საერთაშორისო ცენტრი უქმდება - ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.
სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან აღარ ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას