| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ორი მნიშვნელოვანი თარიღის - დედაენის შემქმნელის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისა და მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად ლამაზი ღონისძიება მოეწყო.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული ღონისძიებით მიულოცეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ - საყვარელ მასწავლებლებს ხოტბა ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით შესხეს და თაიგულებიც მიართვეს.
ბავშვებმა პედაგოგებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
განაცხადის ვადები, კვალიფიკაცია და სხვა დეტალები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა