სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

პედაგოგი უნდა იყოს შრომისმოყვარე - დირექტორები მასწავლებელბის თვისებებზე გვესაუბრებიან
24-10-2025
-
+


მასწავლებლობა საკმაოდ რთული, შრომატევადი და ალბათ, ყველაზე საპასუხსმგებლო პროფესიაა, რადგან ისინი ზრდიან მომავალ თაობებს. პედაგოგები, არა მხოლოდ ცოდნას გადასცემენ მოსწავლეებს, არამედ გავლენას ახდენენ მათ პიროვნულ, ემოციურ, სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. ამიტომაც, კვალიფიკაცისა და პროფესიონალიზმის გარდა ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის კრიტერიუმები, თვისებები და ღირებულებები, რომლითაც პედაგოგებს უნდა ვარჩევდეთ. როგორი უნდა იყოს მასწავლებელი და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას? - ამ კითხვით ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს მივმართეთ, რომლებმაც საკითხზე თავიანთი შეხედულებები გაგვიზიარეს.

მადონა ჭკადუა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

25 წლიანი სტაჟი მაქვს პედაგოგობის და საკუთარი თავიდან გამომდინარეც გეტყვით, რომ პირველ რიგში უნდა უყვარდეს თავისი საქმე და ბავშვები. უნდა იყოს კეთილგანწყობილი, ჰუმანური და მიმტევებელი. ამასთან, აუცილებლად უნდა ახსოვდეს პატრიაქრის სიტყვები, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვს ორიანი არ დავუწეროთ. თავადაც ყოველთვის ვცდილობ ასე მოვიქცე, ხანდახან ვეუბნები რომ დავუწერ, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავს ვარიდებ და სხვა პედაგოგებსაც იგივეს ვეტყვოდი, არ დაუწერონ მოსწავლეს ორიანი.  არაფერს ვიძახი პროფესიონალიზმზე, ეს უპირობოდ აუცილებელია.

მაია შავაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე:

მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს პოზიტიური და კომუნიკაბელური. ეს არის ის თვისებები, რომლითაც მოსწავლეების კეთლგანწყობას მოიპოვებენ ისინი, ეს კი მნიშვნელოვანია, რათა გაკვეთილი იყოს უფრო პროდუქტიული და ხარისხიანი. როცა მოსწავლეს პედაგოგი მოსწონს ის საგანსაც მეტი შემართებით სწავლობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, ამას თქმაც აღარ უნდა.

თეონა ყაჭეიშვილი თბილისის N198 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, კეთილგანწყობილი და ასწავლიდეს თანამედროვე მეთოდებით. უნდა იყოს ტოლერატული ყველა მოსწავლის მიმართ, ჰქონდეს მრავალფეროვანი აქტივობები და კომუნიკაციის კარგი უნარები.

რუსუდან რეხვიაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი კომუნიკაბელური უნდა იყოს, რადგან თუ ის ღიაა ურთიერთობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია, მოსწავლის გაგება. შეუძლია ჩაწვდეს ბავშვის შინაგან სამყარს და აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება. ასეთი პედაგოგები მუდმივად იმსახურებენ მოსწავლეების ნდობასა და სიყვარულს.

ქეთევან გუმბერიძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვებისადმი ძალიან დიდი სიყვარული უნდა ჰქონდეს, ისე რთულია მასწავლებლობა. უნდა იყოს ფსიქოლოგი, მსახიობი... ეს სჭირდება მასწავლებელს, რა თქმა უნდა, საგანსაც გააჩნია, მე მაგალითად ფილოლოგი ვარ და სამსახიობო უნარები მჭირდება, პედაგოგს უნდა შეეძლოს მხატვრულად წაიკითხოს ლექსი, მონოლოგი... ეს ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს, ამასთან აუცილებელია, რომ მასწავლებლი კარგად იცნობდეს სწავლა-სწავლების პრინციპებს. 

ფიქრია კურტანიძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი:

შრომისმოყვარეობა, მპასუხისმგებლობა, მოსწავლის და პროფესიის სიყვარული არის ის მთავარი და საბაზო მახასიათებლები, რაც პედაგოგებს უნდა გააჩნდეთ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია კარგი მასწავლებელი კი არა, უბრალოდ მასწავლებელი იყო. 

ვოლოდია კიურეღიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში პედაგოგი უნდა იყოს შრომისმოყვარე, რადგან ეს არის პროფესია, რომელიც დიდ ძალისხმებასა და მუდმივ შრომას მოითხოვს. მასწავლებელი ყოველდღიურად წინასწარ უნდა ემზადებოდეს მოსწავლეებთან შესახვედრად და გაკვეთილის ჩასატარებლად. მას უნდა შეეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული მიდგომებით წარმართოს გაკვეთილი - ეს ყველაფერი კი პროფესიის და ბავშვების სიყვარულის გარეშე დამერწმუეთ ძალიან რთულია, ამიტომ პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია.

ნონა რატიანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგი პირველ რიგში თავისი საქმის უბადლო მცოდნე უნდა იყოს, უნდა შეეძლოს მოსწავლეებთან ურთიერთობა და მათი გაგება. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ მასწავლებელი იყოს სამართლიანი ეს არის თვისება, რომელსაც მოსწავლეები კარგად ხედავენ და აფასებენ.

გელა ჩხიტუნიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი უნდა იყოს განათლებული და თავისი საგნის უბადლო მცოდნე. უნდა იყოს გულთბილი ლოიალური და გააჩნდეს თანაგრძნობის მაღალი უნარი, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც კოლეგებთან, ისე მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის. 

ნათია სარსევანიძე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორი: 

პედაგოგი მოსწავლეებთან უნდა იყოს ბუნებრივი, უშუალო და გახსნილი, რათა მოიპოვოს მათი ნდობა და მხარდაჭერა და სიყვარული. მასწავლებელს უნდ შეეძლოს დაინახოს მოსწავლის საჭიროება, გაიგოს რა უჭირს, რა იცის და მის ინტერესებსა და უნარებზე მორგებული დახმარება შესთავაზოს ბავშვს. ეს მნიშნელოვანაია პედაგოგსა და მოსწავლეს შორის შედეგიანი ურთიერთობისთვის.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება