სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უკრაინელი მოსწავლე მივიღეთ...“ - უბისის საჯარო სკოლაში ქართულ-უკრაინული მეგობრობის ისტორია დაიწერა
23-03-2022
-
+


უკრაინელი მოსწავლეებისთვის, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და ამან შედეგ უკვე გამოიღო. საქართველოს არაერთ სკოლაში ცხელი წერტილიდან ჩამოსული ბავშვები უკვე შევიდნენ და ადგილობრივი პედაგოგები, სკოლის ხელმძღვანელები თუ მოსწავლეები ყველაფერს აკეთებენ, ბავშვებს ომით გამოწვეული ტკივილი დაავიწყონ.

უკრაინელი მოსწავლე მიიღო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, უბისის საჯარო სკოლამაც. მეოთხეკლასელი ვლადიმირ კოსტენკო თანატოლებმა დიდი სიყვარულით ჩაიკრეს გულში და როგორც Etaloni.ge-სთან დირექტორმა, მარინა სახვაძემ აღნიშნა, ისინი თავს არ ზოგავენ პატარა ბიჭუნამ, რომელიც დედიკოსთან ერთად, ტყვიებს გამოექცა, თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.

„პირველ ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა უკრაინელ ბავშვებს სკოლებში რეგისტრაცია გაუმარტივეს. ვლადიმირ კოსტენკო მე-4 კლასშია. თავს არ დავზოგავთ, ვეცდებით უმოკლეს ვადაში შეეგუოს პედაგოგებს, გარემოს, თანატოლებს“... - განაცხადა ქალბატონმა მარინამ და დასძინა, რომ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მარინა ვეფხვაძემ, ასევე პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელმა - ლია სებისკვერაძემ ახალი მოსწავლე მოინახულეს და მას სასკოლო ნივთებიც გადასცეს, ადგილობრივმა ბავშვებმა კი ბიჭუნა დიდი სიყვარულით მიიღეს: „თითოეული მათგანი ცდილობს, დაუმეგობრდეს, დაეხმაროს, შეუმსუბუქოს განცდები...“

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში ასეთი განწყობა სწორედ ხელმძღვანელობისა და პედაგოგიური საზოგადოების დიდი დამსახურებაა. მართალია, ქალბატონი მარინა ამაზე არ საუბრობს, მაგრამ ფაქტია - უკრაინელ მოზარდს საოცრად თბილი გარემო დახვდა. რაც შეეხება სწავლების ენას, როგორც უბისის საჯარო სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, დაწყებითი კლასების პედაგოგი ვლადიმირს ქართულ ანბანს, ქართულად საუბარს... ასწავლის, რუსულისა და ქართულის მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით კი ბიჭუნა მალე შეძლებს ადაპტირებას და ქართულად საუბარსაც დაიწყებს.

ქალბატონმა მარინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროების შემთვევაში, მზადაა კიდევ მიიღოს მოსწავლეები - შენობა 200 ბავშვზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებსაც შეესაბამებაო.

„საოცრად თბილი და მოსიყვარულე ბიჭია... ჩვენი ბავშვების მხრიდანაც სიყვარულს გრძნობს... უკვე დამეგობრდნენ, ერთად თამაშობენ... ბიჭი ჩვენთან დედასთან ერთად ჩამოვიდა. ჩვენს სოფელში ახლობლები ჰყავთ და მათთან დაბინავდნენ... იმედია მალე ყველაფერი დასრულდება, ჩვენ კი ვეცდებით, თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. მშვიდობას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს“ - გვითხრა საუბრის დასასრულს უბისის საჯარო სკოლის დირექტორმა.

ჩვენ კი გვჯერა, უბისის სკოლაში დაწერილი ეს საოცარი ისტორია - პატარა უკრაინელი ბიჭისა და ადგილობრივი თანატოლების მეგობრობაზე, ბევრისთვის იქნება მაგალითის მიმცემი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება