სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
21-03-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებმა პროექტის - „თსუ დესპანი“, ფარგლებში პრეზენტაცია ჩაატარეს. 

ომარ გუსეინოვმა და ელსუნ ალიევმა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და პროექტების შესახებ ისაუბრეს. 

აღნიშნულ ინფორმაციას სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ავრცელებს. 

ის წარმატებას უსურვებს როგორც კურსდამთავრებულებს, ასევე სკოლის მოსწავლეებსაც, რათა მათ ხარისხიანი განათლების მიღება შეძლონ.

„სკოლის წარმატების გასაღები პედაგოგთა დაუღალავი შრომაა, რასაკვირველია, მოსწავლის ინტერესის გათვალისწინებით და აქტიური ჩართულობით. სკოლაში გატარებული ყოველი დღე საინტერესოა. სწავლისადმი და მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა სკოლის მთვარი პრიორიტეტია. საამაყოა, როდესაც სკოლის კურსდამთაავრებულები აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და წარმატებებს აღწევენ. ასეთი წარმატებული კურსდამთავრებულები არინ: ომარ გუსეინოვი და ელსუნ ალიევი. მათ სკოლაში წარმოადგინეს პროექტი: „თსუ დესპანი“, რომლის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნონ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიები და სტუდენტური ცხოვრება. ამ პროექტში მონაწილე მოხალისე სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული 60 კრდიტიანი მასწავლებლის პროგრამა) გავლილი აქვთ სათანადო ტრენინგი, აღჭურვილნი არიან სათანადო  საინფორმაციო მასალებით, სტუდენტები მიემართებიან როგორც მშობლიურ, ასევე სასურველ სკოლაში, სადაც ხვდებიან მოსწავლეებს, ატარებენ პრეზენტაციებსა და საუბრებს. პროექტის განხორციელება დაგეგმილია შერეულად როგორც დისტანციურად, ასევე დასწრებით რეჟიმში. პროექტი „თსუ დესპანი“  მნიშვნელოვანია სკოლებისათვის, რადგან ისინი სტუდენტებისაგან იღებენ საჭირო ინფორმაციას, რომელიც მათ პროფესიულ არჩევანის გაკეთებასა და  საკუთარი მომავლის გააზრებულად დაგეგმვაში ეხმარება. აღნიშნული პოექტი 2022 წლის თებერვლიდან აპრილის ბოლომდე  გაგრძელდება. მიუხედვად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ყოველ წელს ჰყავს სტუდენტები.  სკოლის სახელით წარმატებას ვუსურვებ მეთორმეტეკლასელებს,  მიეღწიოთ იმ უმნიშვნელოვანეს მონაპოვრისკენ, რასაც განათლება ჰქვია“,- წერს სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება