სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენი დრო უნდა დაუთმოს მოსწავლემ საშინაო დავალებას და რამდენად საჭიროა ის? - კვლევის შედეგები
11-03-2022
-
+


როცა ბავშვი ხარ საშინაო დავალებისადმი დამოკიდებულება თითქმის ყოველთვის, ერთნაირია - ის არის ყველაზე ცუდი რაც შენს ცხოვრებაშია. მაგრამ, როდესაც საქმე პედაგოგებამდე და მშობლებამდე მიდის დამოკიდებულება იცვლება, წერს Popular Science.

გამოცემა კვლევებზე დაყრდნობით გვიყვება შესაძლებელია თუ არა საშინაო დავალებას ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ბავშვზე? რამდენი დრო უნდა დაუთმოს მოსწავლემ საშინაო დავალებას? და გვაქცევს თუ არა ის უფრო ჭკვიანად?

რამდენი დრო მიაქვს საშინაო დავალებას?

2019 წელს ჩატარებულმა Pew-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები დღეს გაცილებით მეტ დროს უთმობენ საშინაო დავალების შესრულებას, ვიდრე წარსულში - დღეში საშუალოდ ერთ საათს, 10 წლის წინანდელ 44 წუთთან, 1990-იანი წლების შუა პერიოდის 30 წუთთან შედარებით.

თუმცა, სხვა კვლევების მონაცემები განსხვავდება და ამტკიცებს, რომ სამუშაო დავალების მოცულობის გაზრდა პირველ რიგში დაბალი კლასების მოსწავლეებზე აისახება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს არგუმენტები ათ წელზე მეტი ხნის მონაცემებს ეყრდნობა. 

რამდენი დრო უნდა დაუთმოს მოსწავლემ საშინაო დავალებას? 

ბევრი სკოლა ემპირიულ წესს მისდევს. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში -  მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება 10 წუთში. ყოველ შემდეგ კლასში გადასვლასთან ერთად კი ეს დრო უნდა გაიზარდოს. 

შედეგად, პირველკლასელები საშინაო დავალებას სულ რაღაც 10 წუთში შესრულებენ, უფროსკლასელები კი - მას დღეში 2-საათამდე დაუთმობენ. თუმცა, ამის მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს მაინც დიდი მოცულობის საშინაო დავალებას აძლევენ - ორ-სამჯერ მეტს.

გვაქცევს თუ არა საშინაო დავალება უფრო ჭკვიანად?

2000-იანი წლების შუა ხანებში, დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ჰარის კუპერმა საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი კვლევა ჩაატარა.

ანალიზის მიზანი იყო გამოეკვლია საშინაო დავალებასა და მიღწევას შორის სავარაუდო კორელაცია.

„დამაჯერებელი კავშირი საშინაო დავალებასა და აკადემიურ მოსწრებას, ასევე საბოლოო შედეგს (ნიშანს) შორის არ მოიძებნა“,- განმარტა კუპერმა. 

კვლევა ასევე ამტკიცებს, რომ ეს კორელაცია იზრდება მე-7 კლასის შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. 

„აღსანიშნავია, რომ ეს კორელაციები უფროსკლასელებთან გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ საშინაო დავალება ეხმარება აკადემიურ მოსწრებას, არამედ იმითაც, რომ უფრო მაღალი მიღწევების მქონე ბავშვები მეტ საშინაო დავალებას ასრულებენ“,- დასძენს კუპერი. 

2012 წლის კვლევამ მე-10 კლასის 18 000-ზე მეტი მოსწავლე შეისწავლა და გაკეთდა დასკვნა, რომ საშინაო დავალების მოცულობის გაზრდა შესაძლოა იყოს დიდი მოცულობის შესასწავლი მასალის შედეგი, რომლის ახსნასაც პედაგოგები სასწავლო დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებენ. 

„მასალის დიდი მოცულობა ჩვეულებრივ დიდი რაოდენობის საშინაო დავალებას იწვევს. როდესაც მოსწავლეები დიდ დროს უთმობენ საკითხებს, რომელთა გაგება მარტივი არ არის ან მასწავლებლის მხრიდან ახსნას ითხოვენ, ისინი უფრო იბნევიან“,-ხაზგასმით აღნიშნავს კუპერი. 

შეიძლება თუ არა საშინაო დავალებას ჰქონდეს ნეგატიური შედეგი?

როგორც ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, საშინაო დავალებამ შეიძლება შეაფერხოს აკადემიური მოსწრება და, ზოგიერთ შემთხვევაში, საზიანოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის.

2013 წლის კვლევაში 4 317 მოსწავლე მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც საშინაო დავალებას უფრო მეტ დროს უთმობდნენ განიცდიდნენ სტრესს და აწუხებდათ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

ნეონაცისტი არასრულწლოვნები ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე - შსს დეტალებზე

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება