| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში გაკვეთილებს საგნობრივი ექსპერტები ესწრებიან.
ამჯერად, რუსულისა და ინგლისურის გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში უცხო ენების ექსპერტი კესო პაპავა დაესწრო.
გაკვეთილები მეხუთე კლასში ჩატარდა. ინგლისურ ენაში მოსწავლეებმა პედაგოგ მაია ჩხეიძის ხელმძღვანელობით, კომპლექსურ დავალების მეორე ეტაპზე „რეპორტაჟი ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილებიდან“ იმუშავეს.
რუსულ ენაში კი მასწავლებელ ნანა კალაძის ხელმძღვანელობით, კომპლექსურ დავალებაზე „ჩემი საყვარელი წელიწადის დრო“ იმუშავეს.
სკოლა მადლობას უხდის პედაგიგებსა და საგნის ექსპერტს.
„ჩატარებულმა გაკვეთილებმა მოწონება და საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, ცოდნისა და უნარჩვევების საუკეთესოდ წარმოჩენა, ეს იყო ექსპერტის შეფასება გაკვეთილებთან დაკავშირებით. მადლობა პოზიტიურ სტუმარს, საგნის ექსპერტს კესო პაპავას! წარმატებებს ვუსურვებთ საგნის მასწავლებლებს მაია ჩხეიძეს და ნანა კალაძეს“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ