სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გეგმა საჭიროა, მაგრამ ყოველი წუთის ასე ჩატარება, ცოცხალ კლასთან, ცოცხალი მასწავლებლის მიერ, არ გამოდის“
14-02-2022
-
+


მასწავლებლებს, კარიერული წინსვლისთვის მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ სჭირდებათ - არის გარკვეული აქიტვობები, რომელიც სტატუსის ასამაღლებლადაა საჭირო; მათ შორის ერთ-ერთია საგაკვეთილო დაკვირვება, რასაც პედაგოგები ხშირად აპროტესტებენ და სურთ, საერთოდ გაუქმდეს ეს დაკვირვება. ნინო ბერიანიძე პედაგოგთა საგაკვეთილო დაკვირვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სტატუსს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ხშირად ისმის, რომ თუ საკვალიფიკაციო გამოცდას ჩავაბარებთ, მაშინ საგაკვეთილო დაკვირვება უნდა მოიხსნას.

ახლა იმას არ განვიხილავ, უნდა მოიხსნას თუ არ მოიხსნას. მაინტერესებს, რას გამოხატავს ეს განცხადება.

შიშს? რის შიშს? ყავის მოდუღების დროს შიშობს ვინმე? არა. იმიტომ, რომ უკვე ბევრჯერ მოგვიდუღებია. ყავის, შაქრისა და წყლის თანაფარდობაც კარგად ვიცით და მოდუღებისათვის საჭირო დროც. და თითოეული ჩვენგან კვირაში 5 გაკვეთილს ხომ მაინც ატარებს? ძალიან ბევრჯერ შესრულებული პროცედურის შიში წარმოუდგენლად მეჩვენება. ანუ ეს ფაქტორი გამოვრიცხოთ.

გაკვეთილის კიდევ ერთი კომპონენტი, უხეშად რომ ვთქვათ, მოსწავლეა. მოსწავლეების გვეშინია? ხუმრობთ ხომ? ცხადია. ანუ მოსწავლის შიშიც გამოვრიცხოთ.

დარჩა შეფასება. გამოვიცნობ, რომ შეფასების გვეშინია.

ფსიქოლოგები როგორც გვირჩევენ, ჩავხედოთ შიშს თვალებში. ვივარაუდებ, რომ ამ მღელვარებას განაპირობებს სამი სტერეოტიპი: რომ მასწავლებელი აუცილებლად იდეალურად უნდა მიჰყვებოდეს მის მიერ გაწერილ დეტალურ გეგმას, რომ გაკვეთილი უნდა იყოს იდეალური ან გაკვეთილი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორც მავანმა ჩაატარა რომელიღაც სკოლის, რომელიღაც კლასში.

რატომ ვვარაუდობ ამას და ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ამ პირველი მოსაზრების გამო ვეკამათე სტუდენტობის დროს ჩემი პრაქტიკის ხელმძღვანელს. მისი აზრით, ძალიან დავაშავე, რომ საჩვენებელ გაკვეთილზე შეთანხმებული გეგმიდან გადავუხვიე, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი არგუმენტი და ვერ დამარწმუნა. დღემდე ასე ვფიქრობ, გეგმა საჭიროა, მაგრამ ყოველი წუთის ისე ჩატარება, როგორც დაგეგმილი გაქვს, ცოცხალ კლასთან ცოცხალი მასწავლებლის მიერ, როგორც წესი, არ გამოდის. ვფიქრობ, ზოგმა მასწავლებელმა დაიჯერა, რომ გაკვეთილი წამებში უნდა მისდევდეს გეგმას, ხედავს, რომ რეალურად ასე არ ხდება, საკუთარ თავს მიიჩნევს დაბალკვალიფიციურად, თვითონაც იტანჯება და მოსწავლეებსაც ტანჯავს. დაგეგმილი საგაკვეთილო დაკვირვებისთვის მთელი თვე ემზადება. მერე დამკვირვებლებს უკვირთ, რატომაა უნიჭო სპექტაკლივით გაკვეთილი. აი, ამიტომ.

იდეალურ გაკვეთილებზე გეტყვით, რომ რეალურ სამყაროში რეალური ამბები არსებობს მხოლოდ. იდეალური ამბები იდეების სამყაროში უნდა მოვიკითხოთ. განსაკუთრებით უცნაურია, მასწავლებელი ფიქრობდეს, რომ მისგან იდეალურ გაკვეთილს ელიან, როდესაც სკოლის მატერიალურ-ტექნიკური მოწყობა წინა საუკუნის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.

ბოლოს კი იდეალური გაკვეთილის გადმოკოპირებაზე მასწავლებლებს ვკითხავდი. აი, გულზე ხელის დადებით თქვით რამდენჯერ გაქვთ ჩატარებული ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფთან ერთსა და იმავე თემაზე გაკვეთილი? 2-3 ჯერ მაინც ხომ? ზოგ თქვენგანს 20-ჯერაც კი ალბათ. და ყველა ეს გაკვეთილი ერთმანეთის ასლი იყო? თუ ადამიანი ბრძანდებით და არა ანდროიდი და კლასშიც ცოცხალი ბავშვები არიან,  გამორიცხულია. ჰოდა, თუ ჩვენივე გაკვეთილის ზედმიწევნით ზუსტად გამეორება ჩვენვე არ შეგვიძლია, რატომ ვფიქრობთ, რომ ვიღაცის, თუნდაც „იდეალური“ გაკვეთილი უნდა გავიმეოროთ?

არ უნდა გავიმეოროთ. არც ვცადოთ. ის კარგი გაკვეთილები იმიტომაა კარგი, რომ ზუსტად იმ კლასისთვის, ზუსტად იმ მასწავლებელმა ჩაატარა. ჩვენს კლასს ჩვენ ჩვენებური გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება