| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ რიგობითი რიცხვითი სახელის – პირველის – დაწერილობისათვის შემუშავდა ნორმა, რომლის მიხედვითაც ეს სახელი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს ამგვარად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის, 1-ელით, 1-ელად.
მცდარად არის მიჩნეული მანამდე არსებული დაწერილობა: 1-ლი, 1-ლმა, 1-ლს და ა.შ.
„რიცხვითი სახელის პირველი დაწერილობისას უპირატესობა მიენიჭოს სიტყვიერად ან რომალუ ციფრით (პირველი ან I, პირველმა ან I-მა) გამოსახვას. პირველი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის... თვეების პირველი კალენდარული დღის აღნიშვნისას დასაშვებია ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები: 1 იანვარი, 1 მაისი და სხვა“, - აღნიშნულია ჩანაწერში.
ასევე საყურადღებოა, რომ ფორმებიდან - მეორადი და მეორეული დასაშვებია ორივე თავ-თავისი შინაარსობრივი სხვაობის გათვალისწინებით და შეცდომად არცერთი არ ითვლება. მაგალითად, სამეცნიერო ტერმინოლოგიაში - მეორეული: მეორეული მოვლენა, მეორეული დაავადება... რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად - მეორადი: მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი და ა.შ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას