სიახლეები
სიახლეები

იწერება თუ არა განმავითარებელი შეფასება I სემესტრის ბოლოს - სამინისტროს წერილმა პედაგოგებში გაუგებრობა გამოიწვია
27-12-2021
-
+


სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე სკოლებმა წერილი მიიღეს, რომელმაც ქაოსი გამოიწვია. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წერილში აღნიშნულია, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა სემესტრის ბოლოს ელექტრონულ ჟურნალში თითოეულ მოსწავლეზე განმავითარებელი შეფასება უნდა დაწერონ.

„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

განმსაზღვრელი შეფასებით (განმავითარებელთან ერთად) მოსწავლე ფასდება V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონულ ჟურნალში I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასება (ქულა/ჩათვლა) არ ფიქსირდება არცერთ საგანში.

ამასთანავე, განმავითარებელი შეფასების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში შესაძლებელია ნებისმიერ კომპონენტში (მაგ.: საკლასო დავალებაში)“, - წერია წერილში.

მასწავლებლებისთვის განმავითარებელი შეფასებების ჟურნალში შეტანის მოთხოვნა მოულოდნელი იყო, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განმავითარებელი კომენტარებით მოსწავლეები წლის ბოლოს უნდა შეფასდნენ და არა პირველი სემესტრის ბოლოს. დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია, რომ კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რაც შეეხება I,II და III კლასების მასწავლებლებს, მათ ყოველი სემესტრის ბოლოს განმავითარებელი კომენტარების დაწერის ვალდებულება არ აქვთ.

ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მასწავლებელს, სემესტრის განმავლობაში, განმავითარებელი შეფასების გამოყენება ნებისმიერ კომპონენტში შეუძლია. შეფასების ფორმა კი შეიძლება იყოს ზეპირი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და ა.შ. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წამახალისებელი კომენტარებით კვირაში რამდენჯერმეც აფასებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ელექტრონულ ჟურნალში არ შეუტანიათ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ელექტრონულ ჟურნალში განმავითარებელი შეფასების გრაფა მთელი სემესტრის განმავლობაში უფუნქციო იყო, პედაგოგებს მხოლოდ საკლასო ან დამოუკიდებელი მუშაობის გრაფაში შეეძლოთ მცირე კომენტარის დაწერა.

მასწავლებლები სემესტრის დასრულებისას მიღებულ მითითებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი ესგ-ს მიხედვით იმოქმედებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ განმავითარებელ კომენტარებს წლის ბოლოს დაწერენ და არა ახლა.

„განმავითარებელი შეფასება ახლა არ უნდა დაიწეროს და თუ ვინმეს ეხალისება, დაწეროს, ოღონდ ნუ მოგვახვევენ თავს თავიანთ ინიციატივას, როგორც აუცილებელს. შავით თეთრზე წერია, რომ წლის ბოლოს ვწერთ განმავითარებელ შეფასებას“.

„სასწავლო წლის ბოლოს იწერება, მით უმეტეს რომ განმავითარებელ შეფასებას ვაძლევთ სიტყვიერად, ვწერთ რვეულებში, კომპლექსურების შესრულებისას, კიდევ რამდენი უნდა ვწეროთ?!“

„რა გაურკვევლობაა? ხომ შეიძლება ინფორმაცია მკაფიოდ მოგვაწოდოთ? რატომ უნდა იყოს ასეთი ქაოსი? რატომ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთში გარკვევა? ვმუშაობთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თუ არა? ესაც გამაგებინეთ. სემესტრის დასრულებისას მეუბნებით, რომ დავწერო განმავითარებელი შეფასება 70 ბავშვზე?! ეს „სიურპრიზები“ ამოვიდა ყელში“.

შეგახსენებთ, რომ განმავითარებელი შეფასებები დაწყებით კლასებში, ოფიციალურად, სასწავლო წლის დასრულებისას იწერება. თუმცა საყურადღებოა, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრში აუცილებელია განმავითარებელი კომენტარების ჟურნალში შეტანა, მე-2 სემესტრიდან კი მეხუთეკლასელებს განმსაზღვრელი შეფასება ეწერებათ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ტრაგედია სვანეთში
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
შეიძლება თუ არა აღდგომას სასაფლაოზე გასვლა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება