სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტროს 2021 წლის „შეუსრულებელი მისიები“
29-12-2021
-
+


ახალი წელი ტრადიციულად სიახლეების მოლოდინთან, ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება, გამონაკლისი არც განათლების სფეროა, თუმცა უნდა ითქვას, რომ „სიახლეები“, რომელსაც ამ მიმართულებით მომავალ წელს უნდა ველოდოთ, უფრო მეტად ახალი კი არა,  გასულ წლებში განათლების სამინისტროს მიერ „შეუსრულებელი მისიებია“.

Etaloni.ge-მ თავი მოუყარა იმ ძირითად საკითხებს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთი წელია აანონსებს და მათი შესრულება ამჯერადაც მომავალი წლისთვის გადადო.

სკოლის დირექტორების გამოცდა

სკოლის დირექტორებისთვის გამოცდების ჩატარების საკითხი ისევ გაურკვეველია. გამოცდა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ორ ეტაპად იყო დანიშნული, თუმცა პანდემიის მიზეზით აღარ ჩატარდა. ამასობაში ორი წელი გავიდა  და დირექტორებმა ისევ არ იციან, რა ბედი ელით. მართალია, სამინისტრომ თავი იმით იმართლა, რომ პანდემიის გამო მოუწია დირექტორების გამოცდების გადადება, მაგრამ ამავე პერიოდში არაერთი მასშტაბური გამოცდა ჩატარდა, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე სპეცმასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ისიც გაურკვეველია თუ როდის ვიხილავთ სკოლის დირექტორების ახალ სტანდარტს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა დამტკიცებულიყო.

უმაღლესი განათლების დაფინანსება

რამდენიმე წელია უნივერსიტეტები უშედეგოდ ელიან ცვლილებას დაფინანსების კუთხით, და თუ 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტს დავუჯერებთ, რეფორმა 2027 წლამდე ისევ საპოლოტე რეჟიმში იქნება, 2032 წელს კი ყველა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ამ მოდელით დაფინანსდება, მთავარი პრინციპი კი შემდეგია - უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. 

პრაქტიკოსი მასწავლებლები

ყველა წესით, კანონითა და გადაწყვეტილებით, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღემდე მიიღო, არათუ მომავალ 2022 წელს, არამედ უკვე წელსაც კი, სკოლებში პრაქტიკოსი პედაგოგები აღარ უნდა ყოფილიყვნენ. უამრავი შანსის შემდეგ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საპარლამენტო ტრიბუნაზეც კი გაიმეორა - მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოსო, მაგრამ ერთ კვირაში პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა, რაც სამინისტროს მორიგ შეუსრულებელ მისიად შეგვიძლია ჩავუთვალოთ. 

ცვლილება უნდა შეხებოდა სქემასაც, თუმცა შედეგად მივიღეთ ის, რომ განათლების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვა დაიწყო და როდის დასრულდება, არავინ იცის. 

2021 წელს კვლავ გადაუჭრელი დარჩა სკოლაში უფასო კვების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სამინისტრომ პარლამენტისგან დამატებით ერთთვიანი ვადა მოითხოვა. ასევე ვერ მოხერხდა წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა და ეს ხარვეზიც პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს მიეწერა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული საკითხების ნაწილი ვერც 2022 წელს გადაწყდება, რადგან ჯერჯერობით არც პანდემია წასულა არსად (როგორც ხელისშემშლელი) და რეფორმის ნაწილის განხორციელების მექანიზმებიც ბუნდოვანია.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება