სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ სავალდებულო ტრენინგს გააცდენთ - რამდენი საათი გეთვლებათ საპატიოდ
25-11-2021
-
+


სტატუსიან მასწავლებლებს სავალდებულო ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, ნაწილი კი ტრენინგზე დარეგისტრირებულია, თუმცა ჯერ კიდევ ელოდება სასურველი ტრენინგის დაწყებას.

ტრენინგებზე დარეგისტრირებული პედაგოგების ნაწილმა კურსის გავლა დაიწყო, სასწავლო შეხვედრას რამდენჯერმე დაესწრო, თუმცა პირადი მიზეზების გამო ვერ დაასრულა. ჩაეთვალათ თუ არა მათ ტრენინგი გავლილად? რამდენი საათის გაცდენა ეპატიება მასწავლებელს და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გარკვეული მიზეზების გამო ტრენინგზე დასწრებას ვეღარ ახერხებთ?

ტრენინგი რომ წარმატებით გავლილად ჩაგეთვალოთ, საჭიროა დაესწროთ სავალდებულო საათების 70%-ს და შეფასდეთ აქტივობათა 60%-ით, სხვა შემთხვევაში ტრენინგი გავლილად არ ჩაგეთვლებათ. მაგალითად, თუ უფროსის სტატუსი გაქვთ, თქვენთვის სავალდებულოა 20-საათიანი ტრენინგის გავლა, საიდანაც უფლება გაქვთ, მაქსიმუმ 6 საათი გააცდინოთ, 14 საათს კი უნდა დაესწროთ.

თუ ტრენინგზე დარეგისტრირებული ხართ და ყოველ შეხვედრას ვერ ესწრებით, დროულად ჩააყენეთ საქმის კურსში მასწავლებლის სახლი, შესაძლოა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ხელი შეგიწყოთ და სხვა ჯგუფთან დასწრებისა და გაცდენილი საათების აღდგენის საშუალება მოგცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან მოგიწევთ რეგისტრაცია და სავალდებულო ტრენინგების გავლა.

შეგახსენებთ, რომ სტატუსიანი მასწავლებლები სავალდებულო ტრენინგებს ყოველ წელს გაივლიან და მათ სასწავლო კურსის არჩევანის საშუალება ექნებათ. პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ როგორც საგნობრივი მიმართულებით, ასევე ინკლუზიური განათლებისა და პროფესიული უნარების კუთხით.

უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგები წელიწადში 20-საათიან, წამყვანები 12-საათიან, მენტორები კი 8-საათიან ტრენინგებს დაესწრებიან.


იხილეთ ასევე: როდის გაივლიან სავალდებულო ტრენინგებს სკოლაში ახლადდასაქმებული უფროსი მასწავლებლები - მასწავლებლის სახლის განმარტება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება