სიახლეები
სიახლეები

7 მიზეზი, რომელთა გამოც კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა რთულია, შესრულებული დავალებები კი შედეგს არ იძლევა
06-11-2021
-
+


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას თავისი სირთულეები მოჰყვა. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მოსწავლეებს კომპლექსური დავალებების შესრულება უწევთ, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია.

კომპლექსური დავალებების შესახებ აზრები ორადაა გაყოფილი, მასწავლებელთა ნაწილს სწავლების თანამედროვე მეთოდი ძალიან მოსწონს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ დავალებებზე მუშაობამ ბევრი პრობლემა წარმოშვა.

კერძოდ, რა სირთულეებს შეეჩეხნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის დროს? გთავაზობთ ჩამონათვალს:

კომპლექსური დავალების პირობის შედგენა - რიგ შემთხვევებში, როდესაც კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა არასასიამოვნო ხდება, ამის მიზეზი ბუნდოვანი და გაურკვეველი მოცემულობაა. მოსწავლეები ვერ იგებენ, რა ევალებათ, რა უნდა გააკეთონ ან - რატომ? მათ არ ესმით, რა მიზანს ემსახურება ესა თუ ის დავალება. ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი დავალებები, რომლებსაც აქამდე ასრულებდნენ ბევრად გასაგებია და მარტივად შესასრულებელი, ვიდრე დროში გაწერილი პროდუქტის შექმნა.

დრო - რამდენი დღე/კვირა უნდა დაეთმოს ერთ კომპლექსურ დავალებას, ამას თავად მასწავლებლები განსაზღვრავენ. პედაგოგებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენი კომპლექსური დავალება უნდა შეასრულებინონ ბავშვებს სემესტრის ან წლის განმავლობაში. ამ ეტაპისთვის დადგენილი რიცხვი არ არსებობს, თუ რამდენ ასეთ დავალებაზე უნდა იმუშაოს ბავშვმა, თუმცა მასწავლებლებმა ქოუჩებისგან იციან, რომ ბავშვებს ნასწავლ თითოეულ თემაზე უნდა შეასრულებინონ კომპლექსური დავალებები. მასწავლებელს შეუძლია ერთი ან რამდენიმე კომპლექსური დავალებით გავიდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ წლიურ მიზნებზე.

მშობელთა ჩართულობა - ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლის პროცესში, მშობელთა ჩართულობას და მათ მასწავლებლებთან თანამშრომლობას დიდი როლი ენიჭება. რაც შეეხება კომპლექსურ დავალებებში მშობლის როლს, მშობლებისთვის ბუნდოვანია, რა როლი აქვთ მათ კომპლექსური დავალების შესრულების პროცესში, რა არის მათი გასაკეთებელი და რა - ბავშვის. დასაქმებული მშობლები განიცდიან, რომ არ აქვთ დრო, მუდმივად ჩართული იყვნენ კომპლექსური დავალებების შესრულების პროცესში, რაც მათი შვილების შეფასებაზე უარყოფითად აისახება.

შეფასება - მოსწავლეებს კომპლექსური დავალების შესრულებს დროს განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი შეფასება დაეწერებათ? - ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც მშობლებს აწუხებთ. მასწავლებლები თავად ირჩევენ, კომპლექსური დავალება ჯგუფურად უნდა შეასრულონ ბავშვებმა თუ ინდივიდუალურად? ინდივიდუალური მუშაობის ქულებით შეფასება რთული არაა, თუმცა როდესაც საქმე ჯგუფურ მუშაობას ეხება, პედაგოგებს ნიშნების დაწერა უჭირთ, რადგან არ იციან, რამდენად აქტიურად იყო ჯგუფის ყველა წევრი დავალების შესრულების პროცესში ჩართული. ამიტომ, მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს, ძირითადად, ინდივიდუალურად ითხოვენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ განმსაზღვრელი შეფასების დაწერა მაინც რთულია, რადგან გაურკვეველია, დავალებაზე ბავშვმა იმუშავა თუ სხვამ შექმნა პროდუქტი, მან კი მიითვისა.

კომპიუტერი და ინტერნეტი - როგორც უნდა გაგვიკვირდეს, XXI საუკუნეში კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა მოსწავლეს არ აქვს, რაც ხშირად ხდება მიზეზი, რომ ბავშვი, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს, საჭირო რესურსებით ვერ ამდიდრებს პროდუქტს. ნამუშევრის წარდგენისას ასევე საჭიროა ტექნიკური საშუალებები, რაც ყველა სკოლაში არაა. შესაბამისად, კომპლექსური დავალებების პრეზენტაციას მოსწავლეები სათანადოდ ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ყველა მოსწავლე ვერ ფლობს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დავალების შესრულებაში ხელს უშლის.

„გადამაწერინე“ - სიახლის დანერგვის პროცესში სკოლის ერთი საგნის პედაგოგებს თითოეული კლასისთვის ერთი კომპლექსური დავალება აქვთ შემუშავებული, რომელიც ტრენინგებზე ქოუჩთან ერთად განიხილეს. მაგალითად, თუ სკოლაში ორი მე-8 კლასია (პირობითად), ორივე კლასს ერთ საგანში (თუნდაც სხვადასხვა მასწავლებლები ჰყავდეთ) ერთი და იმავე დავალების პირობა აქვთ შესასრულებელი. ასეთ დროს მოსწავლეები, საქმის გამარტივების მიზნით, ერთმანეთის შექმნილ პროდუქტებს იყენებენ.

პანდემიით გამოწვეული არასტაბილური გარემო - კომპლექსური დავალების შესრულებისას სირთულეს ქმნის პანდემიის გამო არასტაბილური გარემოც - ბავშვების ნაწილი ონლაინ სწავლობს, ნაწილი - კლასში. მათ ხშირად აცდენა აქვთ მასალაში, რადგან დისტანციურსა და დასწრებულ გაკვეთილებს სხვადასხვა პედაგოგი ასწავლით. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, კორონავირუსის დაფიქსირების დროს სკოლა დროებით ონლაინ სწავლებაზე გადადის. როგორც გამოიკვეთა, ეს თემაც ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია დავალებაზე მუშაობის დროს.

კომპლექსური დავალებები მოსწავლის სიღრმისეული ცოდნის ჩამოყალიბებისკენაა მიმართული. სწავლების ახალი მეთოდი ახლა ინერგება და როგორც ყველა სიახლეს, მასაც მოჰყვა კრიტიკა და გაურკვევლობა, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგთა დამოკიდებულებასა და მოტივაციას. „რა საჭირო იყო“, „ეს რა მოიგონეს“, „კომპლექსური დავალებები არაფრის მომტანია“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მოსწავლეებსაც ნაკლებად ჰქონდეთ დავალების შესრულების სურვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლეთა გამოცდაზე გამსვლელებისთვის - ყველაფერი, რაც ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I – IV) ტესტის შესახებ უნდა იცოდეთ 

ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები ფულად ჯილდოს მიიღებენ

ქართველი ქალი მასწავლებელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა - 9 მაისი ფაშიზმე გამარჯვების დღეა



„პირველკლასელთა აკადემია“ - შემეცნებითი საოჯახო წიგნი-რვეული თქვენი პატარებისთვის

ხვალიდან სკოლები და ბაღები ისვენებს - ნახეთ, როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება