| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლების გამოცდებს ბევრი უკმაყოფილო აპლიკანტი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი ტესტირების სუბიქტური თუ ობიექტური მიზეზი შესაძლოა ბევრი იყოს, ფაქტია - ათასობით პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სკოლაში დარჩენის ბოლო შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა, როგორც ირკვევა, 200-მდე პედაგოგს შესაძლოა კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცეს და სტატუსი, მიუხედავად პროფესიული უნარების გამოცდაში ჩაჭრისა, მაინც აუმაღლდეს, ოღონდ საჭიროა, აკმაყოფილებდნენ ორ კრიტერიუმს: იყვნენ არაქართულენოვანი პედაგოგები და საგანიც 10 კრედიტზე ჰქონდეთ ჩაბარებული.
როგორც Etaloni.ge-ს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ განუცხადა, ამ მასწავლებლების საკითხს განათლების სამინისტრო განიხილავს: „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების საკითხი იხილება განათლების სამინისტროში - იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ ენობრივი ბარიერი, სხვა გზები უნდა გამოინახოს. ვფიქრობთ, ვისაც 10 კრედიტზე აქვს საგანი ჩაბარებული, კარგი იქნება, მათთვის, უნარების გამოცდის ნაცვლად, პროფესიული უნარების ტრენინგ-სემინარები თუ ჩატარდება და მათი წარმატებით გავლის შემდეგ აიმაღლებენ სტატუსს.
200-მდე არაქართულენოვანი მასწავლებელია, რომელთაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტზე და ამ კადრების სისტემაში შენარჩუნებისთვის რაღაც გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, თუმცა მოეთხოვებათ სახელმწიფო ენის შესწავლა.
მსგავსი ვითარებაა სპორტის მასწავლებლების შემთხვევაში - მათ საგნობრივი გამოცდები ჩააბარეს, კომპეტენცია დაადასტურეს, თუმცა უნარების გამოცდა გახდა ბარიერი; სპორტის მასწავლებლების დეფიციტი რომ არ შეიქმნას სისტემაში, მოსაფიქრებელია გამოსავალი, როგორ შეიძლება შეიცვალოს მათთვის უნარების გამოცდა“.„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას