| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სპეციალური მასწავლებლებისთვის უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდა წელს პირველად ჩატარდა, თუმცა როგორც გამოცდაზე გასულები აღნიშნავენ, ტესტები სრულიად გაუგებარი, ზედაპირული იყო და რეალურად, მათ ცოდნას არ ამოწმებდა.
აპლიკანტები საგამოცდო ტესტში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ 40 დავალებიდან 7 ღია კითხვა იყო, თუმცა შეკითხვები ისეთი ფორმით იყო დასმული, რომ „სწორი პასუხი არ გააჩნდა“ და აქედან გამომდინარე, გამსწორებლის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, აპლიკანტებს დადებითად შეუფასდებათ თუ არა ნაშრომი.
etaloni.ge-ს სპეციალური მასწავლებლები საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ:
„კითხვები იყო ისე შედგენილი, ვერაფრით დაუმტკიცებ, რომ მართალი ხარ, ვერც ისინი დაამტკიცებენ იმ პასუხის სისწორეს, რომელსაც ვარაუდობენ. ტესტი იყო სრულიად გაურკვეველი, ზედაპირული და გაუგებარი. ორი წელია გამოცდას ველოდებით და კითხვები ვერ შეადგინეს სწორად. ამ გამოცდით ვერცერთი სპეციალური მასწავლებლის ცოდნა ვერ შეფასდება ადეკვატურად“.
„რთული არ იყო, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ტესტები ზედაპირულად იყო შედგენილი. დრო საკმარისი იყო, თუმცა დახურული კითხვები მოითხოვდა შაბლონურ პასუხებს, დახურულ კითხვებში არ იყო საკმარისი ინფორმაცია, ღია კითხვებში კი სულ ტყუილად ეწერა რაღაც ტექსტი და კითხვა იყო სხვა“.
„ძალიან გამიხარდა, როდესაც სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსის სტატუსი მოგვანიჭეს და საშუალება მოგვცეს, გამოცდით სტატუსი აგვემაღლებინა. მოგეხსენებათ, გამოცდა წელს პირველად ჩატარდა და ძალიან დიდი ინტერესით გავედი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო, თუმცა დამაბნეველი ნამდვილად აღმოჩნდა. სპეციალისტთან ერთადაც განვიხილე შემდეგ ტესტები და ჩემზე კომპეტენტური ადამიანი დამეთანხმა, რომ საგამოცდო ტესტი არ იყო კარგად შედგენილი, იყო შეცდომებიც, თუმცა ველოდები შედეგებს. იმედი მაქვს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კითხვებზე პასუხს ჩვენთვის სასიკეთოდ შეგვიფასებს“.
„დახურული კითხვები ზედაპირულობის და ბუნდოვანობის განცდას მიტოვებდა. თითქოს კონკრეტიკა აკლდა. სიმართლე გითხრათ, უფრო მეშინოდა, იმიტომ, რომ პრეტესტი საერთოდ საოცრება იყო, ბევრად მეტი შეცდომით. ძირითადი პრობლემა იყო ბუნდოვანება, რაც შეცდომის დაშვების შანსს ზრდიდა“.
„იყო კითხვები, რომელთა პასუხებში ერთი უნდა ყოფილიყო სწორი, თუმცა კითხვა იმდენად დაუკონკრეტებლად იყო დასმული, რომ შესაძლოა ორი ან სამი პასუხიც კი სწორად მოგჩვენებოდა. მაგალითად, ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსწავლეზე იყო დასმული კითხვა, შესაბამისი ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე როგორ უნდა იზრუნოს ადმინისტრაციამო, პასუხებში რამდენიმე მივიჩნიე სწორად, რადგან დაკონკრეტებული არ იყო ფიზიკურ შეზღუდვაში რა იგულისხმებოდა, უსინათლო მოსწავლეს სხვანაირი გარემო სჭირდება, ცერებრული დამბლის მქონე მოსწავლეს - სხვა. ძირითადად, ასეთი დამაბნეველი კითხვები იყო“.
შეგახსენებთ, რომ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, 2774 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა