სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქმის უზომო მოყვარული და ნამდვილი პროფესიონალი“ - წალენჯიხის N2 სკოლის დირექცია მუსიკის პედაგოგს - გულნარა ჯოლოხავას გვაცნობს
08-07-2021
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექცია მუსიკის პედაგოგს - გულნარა (ქვათი) ჯოლოხავას გვაცნობს, რომელიც თავისი ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამორჩეული მასწავლებელია. მან  „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, იმუშავა პროექტზე „მუსიკა და მედიცინა“, ახალ სასწავლო წელს კი პროექტს პრაქტიკაში განახორციელებს.

გაეცანით დირექციის ინფორმაციას:

„მუსიკა ათასწლეულებია კაცობრიობის ისტორიას ჰარმონიულად გასდევს, ხალხური თუ პროფესიული მუსიკა ერთნაირად მომაჯადოვებელია და მის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა, მელოდიის ჰარმონიულობა, სასიამოვნო განცდები მრავალმხრივ განსაზღვრავს პიროვნების განწყობას, აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, ემოციაზე, ჯანმრთელობაზე...

გვინდა წარმოგიდგინოთ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი გულნარა (ქვათი) ჯოლოხავა, რომლის პედაგოგიური გამოცდილება და მოღვაწეობა მკვიდრად არის ასახული მოსწავლეების მუსიკალური ცნობიერების ამაღლებაში.
ქალბატონი გულნარა (ქვათი) წლებია მოღვაწეობს ხელოვნების სფეროში და მისი ხელწერა იგრძნობა საგაკვეთილო პროცესში როგორც სკოლამდელი ისე საჯარო სკოლის სივრცეში.

ქალბატონმა გულნარამ ქ. თბილისის  რამდენიმე სკოლის პედაგოგთან (არზიანი თეა, ალექსანაშვილი ქეთევანი, ბეჟუაშილი ბელა, ზურაბაშვილი ნანა, ჭუმბურიძე თამარი) ერთად იმუშავა პროექტზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით „მუსიკა და მედიცინა“.

ქალბატონ გულნარას  აფასებენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები:

„ძვირფასო ქალბატონო, მინდა მოგილოცო ეს ბრწყინვალე წარმატება, მიუხედავად თქვენი ჯანმრთელობისა სავალდებულო ტრენინგში საუკეთესო პროექტის წარდგენა, მიხარია, რომ თქვენ იყავით ის ადამიანი 50 სკოლიდან 50-ვე მონაწილემ და ტრენერმა ერთხმად დაგიკრეს ტაში, ძალიან ბევრი წარმატებები მინდა გისურვო, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოსთ თქვენი სკოლა და რაიონი“.

„საქმის უზომო მოყვარული და ნამდვილი პროფესიონალი...“

„გილოცავთ ქალბატონო ქვათი, თქვენ საუკეთესო მასწავლებელთან ერთად ბრძანდებით საუკეთესო ადამიანი, წარმატებებს, წინსვლას და ჯანმრთელობას გისურვებთ!“

„თქვენ ბევრი პედაგოგისთვის სამაგალითო ბრძანდებით, თქვენი შემართებით, ინტერესით, მოტივაციით“.

იხილეთ ვიდეოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება