ეკის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი ქვარცხავა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
08-07-2021
დაკოპირებულია
-
+
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი ქვარცხავა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს სიგელი გადაეცა.
6 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სენაკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სენაკელი მოსწავლე „ეტალონის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 09 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.