სიახლეები
ინტერვიუ

ქართველი სტუდენტის ნენე ახობაძის წარმატება ჩინეთში: „აქ დაბრკოლება არ გექმნება უფულობის და სოციალური სტატუსის გამო“
07-07-2021
-
+


სტუდენტობა და სტუდენტური ცხოვრება საინტერესო, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ეტაპია. ქართველი სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ და ეუფლებიან მათთვის სასურველ პროფესიას. ერთ-ერთი მათგანია  ნენე ახობაძე, რომელიც ჩინეთის ჭეძიანგის უნივერსიტეტში სწავლობს. აღნიშნული უნივერსიტეტი ჩინეთის მასშტაბით ტოპ-5 საუკეთესო უნივერსიტეტში შედის. ნენე პირველად ჩინეთში 2015 წელს გაემგზავრა. როგორია მისი წარმატების გზა თავად გიამბობთ.

ნენე ახობაძე:  ქალაქ სამტრედიის მელაურის საჯარო სკოლა დავამთავრე. კარგი მოსწავლე ვიყავი, თუმცა ჰუმანიტარული საგნები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე  ტექნიკური. განსაკუთრებით კარგად ვსწავლობდი ენებს: ქართულს, გერმანულს და რუსულს. მერვე კლასში ვიყავი, როცა გერმანულ ენაზე ჩემმა დაწერილმა თემამ ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. სკოლის მერე, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში გავაგრძელე - 70% - იანი გრანტით ჩავირიცხე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.  თავიდან ტელე-კინო ხელოვნებაზე ვსწავლობდი, ერთი წლის შემდეგ სპეციალობა შევიცვალე და აღმოსავლეთმცოდნეობაზე გადავედი არაბისტიკის მიმართულებით - მეორად პროფესიად სინიოლოგია ავირჩიე. ორივე  მიმართულება ძალიან მომწონდა, თუმცა მაგისტრატურა და მომავალიც სინიოლგიას დავუკავშირე. მგონია, რომ ამ მიმართულებით ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია საქართველოში. ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ ჩინეთის ისტორიას,  ჭეძიანგის უნივერსიტეტში, რომელიც ჩინეთის ტოპ 5 უნივერსიტეტში შედის.

- საინტერესოა, რატომ აირჩიეთ პროფესიად ჩინეთის ისტორია?


- ეს ჩინელებსაც უკვირთ. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ნაკლებად კომპეტენტურები არიან ამ მიმართულებით. პროფესიონალი ჩინეთის ისტორიკოსი არ გვყავს, ამიტომ გადავწყვიტე მეცადა. თავიდან ჩინეთში ოთხმა ლექტორმა მიმიღო და მათგან ერთ-ერთი ავარჩიე. იმდენად წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ საქართველოდან ჩავიდოდი, ლექტორმა, რომელზეც არჩევანი შევაჩერე,  ჩემზე უარი თქვა. მერე თავიდან მომიხდა ლექტორის არჩევა და ესეც ყოველ ჯერზე მეკითხებოდა: ხომ არ გადაიფიქრებ და ხომ არ შევიცვლი პროფესიას?! ახლა ჩემი ლექტორი მეუბნება, რომ ვერც იფიქრებდა, თუ დღეს ისევ აქ ვიქნებოდი და ყველაფერს დავძლევდი. ჯერ კიდევ გასულ წელს ჩემი და უფროსკურსელები აზრს მეკითხებოდნენ საკუთარ კვლევებთან დაკავშირებით. ასევე, ხშირად მოუმართავთ დახმარების თხოვნითაც.  


- როგორ მოხვდით ჩინეთში სასწავლებლად?

- ჩინური ენის სწავლა უნივერსიტეტში დავიწყე და 2015 წელს გავედი ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის კონკურსზე, თუმცა სტიპენდია ვერ მივიღე და ამიტომ გამოვიყენე თსუ-ს გაცვლითი პროგრამა და 2015-2016 წლებში ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ პროგრამა ერთ წლიანი იყო და ისევ საქართველოში მომიწია დაბრუნება. 2017 წელს მეორედ გავედი ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის კონკურსზე, სადაც მოვიპოვე დაფინანსება და  2017-2018 წლებში ჭეძიანგის გუნგშანგის უნივერსიტეტში  გავაგრძელე სწავლა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოში ავიღე ბაკალავრის დიპლომი და 2019 წელს, ისევ ჩინეთის მთავრობის დაფინანსებით გავაგრძელე მაგისტრატურა ჭეძიანგის უნივერსიტეტში

- რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

- სიმართლე გითხრათ, საქართველოსთან შედარებით, ბევრად მარტივია. აქ დაბრკოლება არ გექმნება უფულობის და სოციალური სტატუსის გამო, რაც პირადი გამოცდილებით, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად გვაბრკოლებს. ჩინეთში უპირატესობას ცოდნას და პიროვნულ თვისებებს ანიჭებენ, არავის აინტერესებს შენი წარმომავლობა, მაღალ საზოგადოებასთან ნაცნობობა, ფინანსური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ჩემთვის აქ თავის დამკვიდრება ბევრად მარტივი აღმოჩნდა.


- რა არის წარმატების მისაღწევად საჭირო?

- ჩინეთში წარმატებას, რომ მიაღწიო ცოდნა გჭირდება, ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ განათლებას, პიროვნულ თვისებებს, მანერებს, კრეატიულობას... ზოგადად წარმატებისთვის კი ვფიქრობ, მიზანდასახულობაა აუცილებელი და ამ მიზნამდე მისასვლელად მზადყოფნა. ამბობენ, წარმატებისთვის ის უნდა გააკეთო, რაც გიყვარს და მოგწონსო, რასაც არ ვეთანხმები. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს და მოგწონს ეგ უკვე წარმატებაა, მის მისაღწევად კიდე ბევრი ისეთი რამე უნდა აკეთო, რაც შეიძლება არც კი გეხალისებოდეს, მაგრამ გჭირდებოდეს.

- როგორც ვიცით, ორ წიგნზე მუშაობთ...

- დიახ, ამ ეტაპზე სამაგისტრო ნაშრომის პარალელურად ორ წიგნზე ვმუშაობ, ერთი, რომელიც წლის ბოლოს გამოვა, ჩინეთის „ჭეძიანგის“ პროვინციის მთავრობისა და „ჭეძიანგის“ საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის პროექტის - "სარტყელისა და გზის" ფარგლებში იწერება. ადრე იყო მსგავსი პროექტი, 2005 წელს გამოსცეს საქართველოს შესახებ წიგნი, თუმცა რუსულ და საბჭოთა კავშირის მასალებზე დაყრდნობით. ბუნებრივია, მასში გარკვეული უზუსტობებია. ამიტომ გადაწყვიტეს ქართველი თანაავტორი ჰყოლოდათ და მე მიმიწვიეს. წიგნი მოიცავს: ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, დღევანდელობას, ეკონომიკას, ტურიზმს. ასევე, მკითხველი წაიკითხავს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე და საქართველოში მოღვაწე ჩინელ ბიზნესმენებზე. მეორე წიგნს, ჩინეთის ისტორიაზე ვწერ ქართულად. მასალა ძალიან დიდია, ამიტომ ვფიქრობ, ეტაპობრივად გამოვცე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩინეთს უკავშირდება თუ საქართველოს?

- მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მინდა საქართველოში დავბრუნდე და მუშაობა დავიწყო. თუ ისეთი სამსახური მექნება, რომ ჩინეთში ჩამოსვლაც მომიწევს ხოლმე გარკვეული პერიოდით, ეს საუკეთესო იქნება. მანამდე უნდა დავასრულო წიგნის წერა ჩინეთის ისტორიაზე ქართულად და არსებული დეფიციტი შევავსო. მეორე მხრივ კი, ასევე დავასრულო წიგნი საქართველოს შესახებ, რომელსაც ჩინურად ვწერ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება