სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ სიგელები დაიმსახურეს
07-07-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დავით ქართველიშვილი და გიორგი კვაჩიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის მოსწავლეებს  სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

წყალტუბოელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 22 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 24 ივნისს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წყალტუბოელი მოსწავლე „ეტალონის“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება