სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში საინტერესო ლექცია-საუბრებში მონაწილეობენ
06-07-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდის - „სოხუმი“/Cultural-Humanitarian Fund „Sukhumi“ პროექტში. შეხვედრების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა საინტერესო ლექცია-საუბრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა.

10 ივნისს შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

განხილვის თემას წარმოადგენდა „ლიდერობა, სამოქალაქო აქტივიზმი, აქტიური მოქალაქეობა, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“.

დისკუსიის პროცესში მონაწილეებმა საკუთარი აქტიურობის მაჩვენებელი განსაზღვრეს და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილეს ყურადღება.

ახალგაზრდების აზრით, ნებისმიერ მოქალაქეს პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის წინაშე, რაც მაღალ სამოქალაქო აქტივიზმით გამოიხატება. მონაწილეთა აზრით, სახელმწიფოსგან უნდა არსებობდეს  მათი იდეების რეალიზების გარანტიები, რაც თავის მხრივ, საზოგადოებაში შექმნის მაღალი ხარისხის სამოქალაქო აქტივიზმს.

ქუთაისში, 7 ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის  ჩატარდა ტრენინგი პროექტის წერასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა პროექტის - „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის“ ფარგლებში.

ფონდ სოხუმის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ერთად პროექტებისა და საგრანტო განაცხადების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს: ლიკა ზვიადაძემ, ანასტასია ლობჟანიძემ  და ზურა შვანგირაძემ.
 
11 ივნისს, N4 საჯარო სკოლაში, ტრადიციულად საინტერესო შეხვედრა გაიმართა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენელთან - ხათუნა გოგუასთან.
 
26 ივნისს, პროექტების წერასთან დაკავშირებით, ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი  7 ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის, რომლებიც შეიქმნა პროექტის - „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის“ ფარგლებში.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას ფონდ „სოხუმთან“. გვჯერა, წარმატებული იქნება ჩვენი მუშაობა. წარმატებები მთელ გუნდს და გვჯერა საუკეთესო შედეგით, ერთ-ერთი კარგი პროექტი  ჩვენს სკოლაშიც განხორციელდება“ - აღნიშნა N4 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება