| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დისტანციურ კონკურსში 11 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 3 კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
„თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ:
ნინო მარგიანი (მე-8 კლასი);
გიო ზურაბიანი (მე-11 კლასი);
ნინო გაზდელიანი (მე-11 კლასი).
05 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თეთრიწყაროელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა თეთრიწყაროელი მოსწავლე „ეტალონის“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 07 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
იხილეთ ფოტოები:
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
ღონისძიება კინომუსიკის ჰანგებზე წარიმართა