სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იმერეთის რეგიონში საუკეთესო მათემატიკის მასწავლებლად ხონის N3 სკოლის პედაგოგი დასახელდა
05-07-2021
-
+


იმერეთში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ დაფინანსებული „მასწავლებლის აღიარების“ კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რეგიონის საუკეთესო მათემატიკის მასწავლებლად ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 სკოლის პედაგოგი, შორენა ქავზინაძე დასახელდა. სკოლის დირექტორი, ვერა ბენიძე, ამ სასიხარულო ამბავს სამადლობელი წერილით გამოეხმაურა, სადაც ქალბატონი შორენას თვისებებსა და შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება:

„ ვერ შევძლებ ამ ბედნიერი და საამაყო წუთების სიტყვებით გადმოცემას. მინდა მადლობა გადავუხადო შორენა მასწავლებელს, დღევანდელი დღის გმირს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ წერილს, რომ წაიკითხავს იტყვის: ისეთი არაფერი გამიკეთებიაო. დიახ, ის, რაც  კონკურსზე წარვადგინეთ მისი და მისი მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრებაა, რომელსაც კომპეტენტურმა ჟიურიმ საუ​კეთესო შეფასება მისცა. 

შორენა მასწავლებელო, მადლობა ამ სიყვარულისთვის, შრომისმოყვარეობისა და თავმდაბლობისათვის.

მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის შემოქმედებით გუნდს, იდეის დაბადებიდან სოციალურ ქსელში წარდგენამდე. მადლობა ყველას, ვინც კი ჩართულია მასში და წვლილი შეაქვს, ჩვენი უჩინარი გმირების, მასწავლებლების აღიარების საქმეში.

მადლობა ხონის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ლადო ჯურხაძეს გულისხმიერებისათვის, მასწავლებლის შრომის დაფასებისა და პატივისცემისთვის. 
მადლობა ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ჯულიეტა ქობალიას და იურისტს ქალბატონ თათია თარაშვილს დაფასებისა და აღიარებისთვის.

მადლობა მესამე სკოლელებო, თანადგომისა და სიხარულის გაზიარებისთვის.  კიდევ და კიდევ გეტყვით, ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და მე ამაყი ვარ თქვენით! 

ბოლოს კი, ყველაზე დიდი მადლობა ჩვენს პატარა მეგობრებს, რომლებსაც ისე გაუხარდათ შორენა მასწავლებლის წარმატება, როგორც იმ ორ ადამიანს დღეს გაბრწყინებული თვალებით, რომ შესცქეროდნენ დედას.“ - სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე


იხ. ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება