სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აზიზკენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტი განხორციელდა
02-07-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს საკუთარი უფლებების დაცვას ასწავლიან.  

სწორედ ამ მნიშვნელოვანი იდეის ფარგლებში, სკოლის მე-10 კლასმა განახორციელა პროექტი ნაადრევი ქორწინების თემაზე. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ თემაზე, გააცნობიერეს ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეები და მოუწოდეს საზოგადოებას, არ დაუშვან ნაადრევი ქორწინება.

მოსწავლეებმა შეხვედრა გამრთეს თანატოლებთან, მათი ინფორმირების მიზნით. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო მე-10 კლასის მოსწავლის ვალი ჰუმბატოვის ნახატები ადრეული ქორწინების თემაზე. 

„მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რა ითვლება ნაადრევ ქორწინებად, საქართველოს კანონმდებლობა რას ითვალისწინებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, მოაწყვეს შეხვედრა თანატოლებთან და პედაგოგებთან და ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მიაწოდეს მოძიებული ინფორმაცია ადრეული ქორწინების შესახებ, ისაუბრეს რა უარყოფით შედეგებს იწვევს ის: მოზარდი ვეღარ აგრძელებს განათლების მიღებას და რჩება გაუნათლებელი, უწევს საოჯახო მძიმე საქმეების კეთება, რაც დიდი ფიზიკური დატვირთვაა მისთვის; ადრეული ორსულობა ზიანს აყენებს მოზარდის ორგანიზმს, ხშირია ოჯახში ძალადობა მოზარდზე, როგორც ფსიქიკური ძალადობა, ბულინგი, ასევე ფიზიკური, რაც ძალიან დიდი სტრესია მისთვის. დისკუსიაში ჩაერთვნენ მასწავლებლებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გაუნათლებელი დედა ვერ აღზრდის განათლებულ შვილს და ვერც დახმარებისთვის მიმართავს სხვას, რადგან არ იცის ვის მიმართოს, არ იცის თავისი უფლებები, ვერ არის დამოუკიდებელი და ამიტომ იჩაგრება. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო მე-10 კლასის მოსწავლის ვალი ჰუმბატოვის ნახატები ადრეული ქორწინების თემაზე. პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეები და მოუწოდეს საზოგადოებას, არ დაუშვან ადრეული ქორწინება“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება