| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.
წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა რიგით მე-7 (ონლაინ) რაიონულ კონფერენციაზე, მომხსენებელი გახლდათ საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ლომაია, რომელიც სოციალურ ქსელში, შეხვედრას ასე გამოეხმაურა: „ეს იყო მართლაც დღესასწაული. უღრმესი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს საუკეთესო საკლასო პრაქტიკის გაზიარებისათვის. მადლობა სპმთპ-ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თამარ კაკაჩიას წარმატებები, კოლეგებო!“ - ეს გახლავთ კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ განვითარებაზე და პროფესიულ გამოცდილებას კოლეგებს სიამოვნებით უზიარებენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა