სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტურცხის საჯარო სკოლა მოსწავლეს, ამირან პიჭიკიანს „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას ულოცავს
30-06-2021
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანმა „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

2021 წლის „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ 29 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ახალქალაქის დისტანციური კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა.

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს. 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლა და ყველა მასწავლებელი მთელი გულით ულოცავს სკოლის VIII კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანს, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში ახალქალაქის მასშტაბით პირველი ადგილის მოპოვებას! მთელი გულით ვუსურვებთ მას მომავალ კიდევ უამრავ წარმატებასა და წინსვლას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია რომ, გამარჯვებული, ტურცხის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება