სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა ყველაფრისთვის, გემშვიდობებით, გვიყვარხართ და ძალიან მოგვენატრებით“-ღოუბნის საჯარო სკოლას კურსდამთავრებულები სიყვარულით გამოემშვიდობნენ
28-06-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დამთავრებას ყოველთვის სევდანარევი სიხარული ახლავს. ეს სევდა და სიყვარული კურსდამთავრებულებმა ემოციური პოსტით გამოხატეს. 

„არც კი ვიცი საიდან დავიწყო, როგორ გადმოგცეთ ამხელა ემოცია, 
ღოუბანის საჯარო სკოლაში ჩვენთვის ,,ბოლო ზარი“ დაირეკება...
მგონია რომ ვეღარ ვიქნები ისეთი ბავშვური და პოზიტიური როგორიც, აქ, ამ სკოლაში და გარემოში ვიყავი
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე სოციუმს შეადგენდა ჩვენი სკოლა და კლასი, ძალიან ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა...მიყვარს ყველა ის წუთი და დრო, რომელიც ამ სკოლაში გავატარე.
2012 წლის 16 სექტემბერს, ჩვენ პირველად ღოუბანის საჯარო სკოლის კედლებში ვეზიარეთ იმ ბედნიერებას, რასაც სკოლის მოსწავლეობა ჰქვია. მაშინ ძალიან პატარები, უანგაროები ვიყავით, იმდენად პატარები,რომ საკუთარი სახელის წერაც კი არ შეგვეძლო, მაგრამ გავიდა დრო ვისწავლეთ წერა-კითხვა ...ჩვენს მომავალს ამ კედლებიდან ჩავუყარეთ საფუძველი. მივდიოდით წინდაწინ, გაგიკვირდებათ, და არ ვიყავით ცელქები ,არ ვიყავით „გიჟი“ კლასი უხეშად რომ ვთქვათ. თუმცაღა, ყოველთვის გვიყვარდა ზომიერად იუმორი, გვიყვარდა ლიდერობა! მოკლედ გამორჩეული კლასი ვიყავით,ასე მგონია ამ შენობაში, ამ პატარა სითბოთი და სიტკბოთი სავსე შენობაში, ჩვენ უამრავი რამ შევისწავლეთ. გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთი ეთმობოდა კიდევ ერთხელ შეხსენებას იმისა, რომ უნდა ვიყოთ ზრდილობიანები, უფროსის პატივისცემა უნდა ვიცოდეთ, ერთმანეთის აზრი გავიზიაროთ, პატივი ვცეთ და ასე უსასრულოდ...შეიძლება თქვენ ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ, მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამ სიტყვებად მოგეჩვენოთ და თუ მართლა ასეა ეს სრული სიცრუეა!! ეს იყო მიზანი! ეს იყო პასუხისმგებლობა! ეს იყო სიყვარული! მათ უნდოდათ, ნამდვილად უნდოდათ, რომ ჩვენ არა გავზრდილიყავით, არამედ აღვრდილიყავით! შემიძლია ვწერო ძალიან ბევრი, უსასრულოდ, დილამდე მათ ასეთ საუკეთესო საქციელებზე, თუმცაღა თავი რომ არ შეგაწყინოთ მინდა გამოვემშვიდობო ღოუბანის საჯარო სკოლას მასწავლებლებსა და მოსწვლეებს, რომლებმაც ჯერ კიდევ, წლები უნდა ისწავლონ ამ პატარა თბილ შენობაში კლასის სახელით მინდა მადლობაა გადავუხადო სკოლის დირექტორს მარეხ გიორგაშვილს, საგნების მასწავლებლებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს დამრიგებლებს! ჩვენს პირველ დამრიგებელს - მაია ყელბერაშვილს, გულო ყიფიანს, ანიკო ჩაჩანიძესა და ანა კიკნაძე-აფციაურს
მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩვენთვის გააკეთეთ გემშვიდობებით, გვიყვარხართ და ძალიან მოგვენატრებით“,-წერს ერთ-ერთი კურსდამთავრებული და სამახსოვრო ვიდეორგოლს აქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება