სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არასოდეს დაკარგოთ ერთმანეთი და იყავით ჩვენი ქვეყნის მემატიანეები“- ჭივჭავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა 12 წლის შეჯამება
24-06-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლამ სასწავლო წელი შეაჯამა.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად პანდემიისა, სკოლაში სწავლა უწყვეტად მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, პანდემიას და რეგულაციებს ხელი არ შეუშლია, რომ სკოლას სხვადასხვა აქტივობები განეხორციელებინა.

„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სკოლაში  სწავლება უწყვეტად მიმდინარეობდა უმეტესად საკლასო ოთახებში, საჭირობების დროს კი დისტანციურად. ამას ხელი არ შეუშლია სკოლას განეხორციელებინა სხვადასხვა აქტივობები. ერთ-ერთი „ბოლო ზარი“ იყო. ბოლო ზარი ხომ, ასეთი მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ემშვიდობება მშობლიური სკოლის კედლებს, შეჩვეულ მერხს, მოსწავლის სტატუსს და დგებიან ახალი გამოწვევების პირისპირ. შეზღუდვების მიუხედავად და რეგულაციების დაცვით, სკოლამ შეძლო ეზეიმა ეს დაუვიწყარი დღე 2020-2021 წლის კურსდამთავრებულებისთვის. იყო ბევრი ემოცია, აჭრელებულ თეთრ პერანგებზე გულწრფელი მილოცვები და და გავლილი 12 წლის შეჯამება“, - ნათქვამია ჭივჭავის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2021 წლის კურსდამთავრებულებს კლასის დამრიგებელმა, ცირა ბაკურაძემ ემოციური სიტყვით მიმართა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„ყველაზე მაგარ მეთორმეტეებს, ჩემს საყვარელ ბავშვებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. თქვენ ჩემი უსაყვარლესი ბავშვები ხართ და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეთ ცხოვრებაში.დარჩით კარგ ადამიანებად, ჩამოყალიბდით კარგ სპეციალისტებად, არასოდეს დაკარგოთ ერთმანეთი და იყავით ჩვენი ქვეყნის მემატიანეები. მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ“, -  მიმართა ცირა ბაკურაძემ კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება