სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ონლაინ სწავლებისას გაიზარდა მასწავლებლისადმი ნდობა და ავტორიტეტი“ - ნარგიზი ფირცხალავა, წყალტუბოს N2 სკოლის დირექტორი
23-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზი ფირცხალავა გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წელი თავისი სასწავლო ფორმატით უჩვეულო გახლდათ, არა მხოლოდ ჩვენთვის. სასწავლო წლის გარკვეული ნაწილი (არა მცირე) ონლაინ სწავლებით გავლიეთ და სწორედ აქ იჩინა თავი სიძნელეებმა. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის საყოფაცხოვრებო პირობები და გარემო არ აღმოჩნდა შესაფერისი ამ ტიპის სწავლებისთვის. კერძოდ: მოსწავლეს არ ჰქონდა ტელეფონი ან პერსონალური კომპიუტერი; ოჯახში ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში გაკვეთილებზე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ ერთს; იყო ინტერნეტის პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახი სოფელში ცხოვრობდა ან გარკვეული დროით გადავიდა იქ; ამასთან, მოსწავლეთა ნაწილს არ აღმოაჩნდა ონლაინ სწავლებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენის და სხვა მიზეზების რეალური საშიშროებიდან გამომდინარე, სკოლამ თავის თავზე აიღო დაეძლია არსებული წინააღმდეგობები. საჭირო გახდა დირექციისა და პედაგოგების საქმიანობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. კლასის დამრიგებლებსა და ცალკეული საგნის მასწავლებლებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ თითოეულ მოსწავლესა და მშობელთან. მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, გაკვეთილების ცხრილში  შეჰქონდათ ცვლილებები-ონლაინ რეჟიმში ხვდებოდნენ მათ დღის მეორე ნახევარშიც. პანდემიის რეგულაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეშიც ხდებოდა შეხვედრები. პედაგოგები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას და იყენებდნენ მას ონლაინ საქმიანობაში. აქტუალურ ინფორმაციებს იძლეოდა  განათლების სამინისტრო და ინტერნეტში განთავსებული შესაბამისი ვებგვერდები. სკოლაში დაბრუნებულები კი, შესაძლებლობის ფარგლებში, დამატებით მუშაობდნენ მოსწავლეებთან.

-  რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- გაიზარდა მშობელთა ჩართულობა შვილის ცხოვრებაში. ამასთან, შესაძლებელი გახდა მშობელს ენახა და დაეფიქსირებინა ჩატარებული გაკვეთილის დადებითი და უარყოფითი მხარეები. გაიზარდა მასწავლებლისადმი ნდობა და ავტორიტეტი. იყო შენიშვნებიც, მაგრამ გაცილებით მეტი იყო მადლობა და დადებითი ემოციები. ამ და კიდევ მრავალმა გატარებულმა ღონისძიებამ შესაძლებლობა მოგვცა სრულად არა, მაგრამ ძირითადად დაგვეძლია ონლაინ სწავლებაში არსებული სიძნელეები.

მომავალი წარმატებული საქმიანობისთვის სკოლა საჭიროებს შესაბამისი სამსახურების მეტ ყურადღებას. სკოლაში განთავსებული კომპიუტერები საკმაოდ ძველია და  გამოსულია მწყობრიდან. სავალალო მდგომარეობაშია სპორტული და სააქტო დარბაზები, მოძველებულია ელექტრო გაყვანილობა. სკოლის ბიუჯეტი და მერიის მიერ გაწეული დახმარება არაა საკმარისი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ვიმედოვნებთ, მომავალი უკეთესი გვექნება.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- რაც შეეხება მასწავლებლის განვითარებას და  კვალიფიკაციას, ვფიქრობ, გამოცდა სრულად ვერ წარმოაჩენს მის შესაძლებლობებს. სწავლა-სწავლებისთვის მეტ პოზიტივს მოიტანს პერიოდულად, მასწავლებლის საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგებისა და გადამზადების ერთიანი პროგრამის შემუშავება. გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა, რაც შესაძლებლობას მისცემს მასწავლებელს არ ჩამორჩეს დროს და მეტი დრო დაუთმოს მოსწავლესა და გაკვეთილს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- ახალგაზრდობა სილაღეა, ახალი გამოწვევებია. დღევანდელი თაობა გაცილებით დამოუკიდებელია. პროფესიის არჩევისას ნაკლებად ითვალისწინებენ უფროსების აზრს, ირჩევენ  მათთვის საინტერესო, მოდურ, შემოსავლიან პროფესიებს, ნაწილისთვის კი სულერთია სად მოხვდება...

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ვფიქრობ, გადახედვას საჭიროებს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკი. უკეთესია, ბოლო თარიღად აღებული იყოს წლის ბოლო. 3 თვე ბავშვის განვითარებაზე არსებით უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. 

ახალი გამოწვევებითა და საჭირო სიახლეებით ველოდებით მომავალს.

კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება