სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა სკოლის მიერ მიწოდებული ექსელის ფაილი და ვის არ აქვს მისი გამოყენების ვალდებულება 
19-06-2021
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებისთვის დეტალურ ინსტრუქციას აქვეყნებს და განმარტავს, როგორ უნდა გამოიყენონ პედაგოგებმა სკოლის მიერ მოწოდებული ექსელის ფაილი, რომელშიც ელ.ჟურნალში შეტანილი შეფასებებია ასახული. etaloni.ge განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

„რესურსცენტრების საშუალებით ყველა სკოლას მიეწოდება ექსელის ფაილი, სადაც მასწავლებლის მიერ ელ.ჟურნალში შეტანილი შეფასებებია მოცემული.

აღნიშნული დოკუმენტი მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს საჭიროებისამებრ, რაც გულისხმობს შემდეგს:

თუ სკოლა აწარმოებდა ელექტრონულ ჟურნალს ან ელექტრონულსა და მატერიალურ ჟურნალს ერთად და საბოლოო ნიშნის გამოყვანისთვის, სჭირდება ელექტრონულ ჟურნალში შეტანილი მონაცემები, რომელიც მისთვის ამ ეტაპზე არასრული სახით არის წარმოდგენილი ელ.ჟურნალში, ექსელის დოკუმენტში მოცემულია ყველა ის ნიშანი, რომელიც მასწავლებელს ჰქონდა შეტანილი. 

მასწავლებელს შეუძლია ექსელის ფაილში მოცემული მონაცემები გამოიყენოს საბოლოო ნიშნის გამოყვანისთვის. მისი გამოყენება ხდება საჭიროემისამებრ და არ არის სავალდებულო.

მასწავლებელს, რომელიც ელ. ჟურნალთან ერთად აწარმოებდა მატერიალურ ჟურნალს და მატერიალურ ჟურნალში  ყველა მონაცემი აქვს შეტანილი, საბოლოო ნიშანიც სწორად აქვს გამოყვანილი, ექსელის ფაილით სარგებლობა და მონაცემების შედარება აუცილებელი არაა.

იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ჟურნალში ასახული შეფასებები ზუსტია, სკოლამ უნდა გამოთვალოს მოსწავლეთა სემესტრული და წლიური შეფასებები და უზრუნველყოს მისი შესაბამისი აქტით დამტკიცება, ხოლო უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, თავისი შეხედულებით უზრუნველყოს ინფორმაციის შესწორება/რედაქტირება, სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლა და უზრუნველყოს მისი შესაბამისი აქტით დამტკიცება.

წელს ჟურნალი დანერგვის პროცესშია, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსალოდნელი ხარვეზები თანხმლები პროცესის ნაწილია და აუცილებლად აღმოიფხვრება, გაუმჯობესდება და დაიხვეწება“, - აღნიშნულია განმარტებაში.


იხილეთ ასევე: როგორ შეასწორებს პედაგოგი ჟურნალში დაშვებულ შეცდომებს და გამოთვლის წლიურ შეფასება? - ბოლო მითითებებს „ემისი“ გაძლევთ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება