| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს, მოსწავლეებისთვის სემესტრული და წლიური ნიშნის გამოყვანის შესახებ ბოლო ინსტრუქციებს აძლევს.
სასწავლო წლის ბოლო დღის (15 ივნისი) შემდეგ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოიღებს ყველა კლასის შეფასებას, (12 კლასი უკვე გადაგზავნილია) რომელიც პედაგოგის მიერ განხორციელებულია ელექტრონულ ჟურნალში და ეტაპობრივად, უახლოეს დღეებში რესურსცენტრის საშუალებით გადაეგზავნება სკოლებს.
ელექტრონული ჟურნალი არ გაიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი დასრულდა, ჟურნალში მუშაობა/რედაქტირება აღარ შეგეძლებათ. შეფასების გამოთვლა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული მითითების მიხედვით:
სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა მხოლოდ საკლასო ჟურნალს, მოსწავლეთა, როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლა უნდა განახორციელოს საკლასო ჟურნალის მიხედვით.
სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, მოსწავლეთა როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლა უნდა განახორციელოს მართვის სისტემის მიერ მიწოდებული ექსელის ფაილისა და ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მიერ აღურიცხავი შეფასებების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ჟურნალში ასახული შეფასებები ზუსტია, სკოლამ უნდა გამოთვალოს მოსწავლეთა სემესტრული და წლიური შეფასებები და უზრუნველყოს მისი შესაბამისი აქტით დამტკიცება, ხოლო უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, თავისი შეხედულებით უზრუნველყოს ინფორმაციის შესწორება/რედაქტირება, სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლა და უზრუნველყოს მისი შესაბამისი აქტით დამტკიცება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა