სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლემ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ფიზიკა - ასტრონომიის სექციაში პირველი ადგილი მოიპოვა
04-06-2021
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის Xl კლასის მოსწავლემ თინათინ მარგველანმა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ფიზიკა - ასტრონომიის სექციაში პირველი ადგილი მოიპოვა. 

მოსწავლე მადლობას უხდის მის პედაგოგს, რომელმაც დიდი მოტივაცია მისცა აღნიშნული თემის დასაწერად და საბოლოოდ 
ეროვნულ სასახლეში 74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე გზაგზავნილმა მისმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დამიმსახურა. მოსწავლის წერილს, უცვლელად გთავაზობთ:

„მახსოვს, როგორმა აჟიტირებულმა შემოაბიჯა გულნაზი მასწავლებელმა საკლასო ოთახში და გვკითხა - ვინ არის გია დვალი? - ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენ სკოლაში უმცირესობაში აღმოჩნდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც ბატონ გია დვალის შესახებ იცოდნენ.

გულნაზი მასწავლებელმა შემოგვთავაზა შიდა სასკოლო კონფერენცია ჩაგვეტარებინა გია დვალზე, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ და ეს რიგით მე-11 იყო. გაგვაცნო წესები. პირველად ძალიან დავიბენი, ავღელდი, თუმცა გულნაზი მასწავლებლის თანადგომითა და დახმარებით საბოლოოდ დავწერე თემა შავ ხვრელებზე. თემის წერის დროს აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი იმ საოცარი ფაქტების გაგებისას, რომლითაც სავსეა სამყარო და შავი ხვრელები, ამასთანავე დამეუფლა დიდი სიამაყის გრძნობა, როდესაც ინფორმაცია მივიღე ქართველი მეცნიერის, ჰუმბოლტის პრემიის ლაურეატის გია დვალის ვიდეოებიდან. სულ 15 თემა დავამუშავეთ, ბავშვებმა, მოიძიეს ძალიან ბევრი ინფორმაცია, შექმნეს მარტივი მოდელები და სცადეს მარტივი და გასაგები ენით ესაუბრათ პარალელურ და ჩვილ სამყაროებზე, დროში მოგზაურობაზე,შავ ხვრელზე,ღვთიურ ნილაკზე, ანდროულ თერაპიაზე, კვანტურ ფიზიკაზე, ბნელ მატერიაზე და ბნელ ენერგიაზე და სხვა თემებზე. გავხსენით გია დვალის სახელობის კლას -კაბინეტი. ასე მოეფერნენ ბატონ გიას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული სოფელ ლემშვენიერას სკოლის მოსწავლეები. აქ უკვე ყველამ იცის ვინ არის ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატი, (რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია), ნიუ-იორკის აკადემიის ,,ვერცხლის პროფესორი",100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბატონი გია დვალი.

ჩემი თემა გაიგზავნა ეროვნულ სასახლეში 74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. ბევრი ვიშრომე მოდელებზე, ფორმატებსა და პოსტერებზე. საბოლოოდ ჩემი და გულნაზი მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მივაღწიე კიდევაც შედეგს. უღრმეს მადლობას ვუხდი გულნაზი მასწავლებელს და იმ ადამიანებს ვინც ხელი შეუწყვეს ჩემს წარმატებას“, - აღნიშნავს Xl კლასის მოსწავლე თინათინ მარგველანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება