სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა დაუვიწყარი წლებისთვის“ - თბილისის N24 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
01-06-2021
-
+


ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

თბილისის N 24 საჯარო სკოლაშიც დაირეკა ბოლო ზარი - XII „ა“, XII „ბ“, XII „გ“ კლასის მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილეს და გასული წლის კურსდამთავრებულებიც, რომლებიც ამ მხრივ შარშან კარანტინმა დააზარალა, არ დატოვეს ფერად-ფერადი წარწერების გარეშე.

უსაყვარლესი მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს დამრიგებლებმა:

ხათუნა ბაღათურია: „გილოცავთ, ბავშვებო, სკოლის დამთავრებას! გისურვებთ საინტერესო ცხოვრებას, ყოველი დღის აზრიანად გამოყენებას! N24 საჯარო სკოლამ დაგაფრთიანათ, ბევრი კარგი მოგონება დაგიტოვათ. პირადად მე, როგორც თქვენმა დამრიგებელმა, სული და გული ჩავდე, რათა მესწავლებინა თქვენთვის ადამიანობა, მესწავლებინა სულიერი თვალით ამ სამყაროს ჭვრეტა  და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე!   

ჩვენი ურთიერთობისას, რჩევები მომიცია და არც ახლა დავიშურებ: დღევანდელი დღე სულ სხვაგვარად მქონდა წარმოდგენილი, თუმცა პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა სამყაროში! მიუხედავად ამისა, მე მაინც მქონდა მოლოდინი, რომ შევეცდებოდით, არ დაკარგულიყო, არ ჩაგვეწყვიტა შვიდი წლის განმავლობაში  სიფრთხილითა და სიყვარულით ნალოლიავები ძაფები, მაგრამ ამას ხომ მონდომება სჭირდებოდა?! ამიტომაც გირჩევდით: გაუფრთხილდით  ურთიერთობებს! დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც გულსა და სულს გაჩუქებენ. მიყვარხართ უზომოდ და გისურვებთ, გეცხოვროთ სიყვარულითა და სიკეთით“.

ეკატერინე აფხაზავა: „ჩემო საყვარელო XII „ა“, XII „ბ“, XII„გ“ კლასელებო! მიყვარხართ უსაზღვროდ და უპირობოდ! ყოველთვის ვცდილობდი, მართალი ვყოფილიყავი თითოეულ თქვენგანთან, რამდენად გამომდიოდა, არ ვიცი, მაგრამ გულწრფელი ვიყავი ყოველთვის. XII „ბ“ კლასს კი მადლობა დაუვიწყარი წლებისთვის.... დღევანდელ დღედ, იმ სირთულეების გადალახვა ნამდვილად ღირდა“... 










კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება