სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლაში ონლაინ კონფერენცია ჩატარდა
01-06-2021
-
+


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა  საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად იქნა ცნობილი, დაინიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები, 1991 წლის 31 მარტს კი ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი და 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ჭვინთის საჯარო სკოლაში ჩატარდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-8-11 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოხსენება - 26 მაისის მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში - გააკეთა ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ. დისკუსიაში კი მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე, ისტორიის მასწავლებელი ლალი იველაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა ჩინჩალაძე, მე-10 კლასის მოსწავლე ანა გოგოლაური.

კონფერენცია იყო მრავალფეროვანი ინფორმაციით დატვირთულლი, რამაც დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით გაესვა ხაზი მეფის რუსეთისა და ბოლშევიკური რუსეთისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის ერთნაირად მიუღებლობას და იმ საფრთეხეებს, რასაც დღესაც  უქმნის რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტსა და ჭვინთის საჯარო სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მომავალშიც იგეგმება სხვადასხვა თემისადმი მიძღვნილი კონფერენციების ჩატარება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება