სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ორუცნობიან განტოლებათა სისტემა“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის სამყაროში იმოგზაურეს
27-04-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორინტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებელმა ნინო ანასაშვილმა, მე-10 „ა“ კლასს შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე - „ორუცნობიან განტოლებათა სისტემა“.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს, ტექნოლოგიების გამოყენებით, ამოეხსნათ განტოლებათა სისტემები გრაფიკული  და ჩასმის ხერხით. სწორად ამოხსნის შემთხვევაში, გრაფიკაზე გადაკვეთის წერტილების კოორდინატები უნდა დაემთხვეს სისტემის ჩასმის ხერხით მიღებულ ამონახსნებს, რაც მოსწავლეს უადვილებს საკუთარი ნამუშევრის სისწორის შეფასებას. გაკვეთილი კი ჩატარდა „მომავლის კლასში“ - თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა საშუალება, დამოუკიდებლად ემუშავა კომპიუტერთან და თავადვე აეგო გრაფიკები.

„გრაფიკების აგებისთვის კი შესანიშნავი საშუალებაა ელექტრონული პროგრამა GeoGebra. მისი დახმარებით,  ბავშვები ადვილად, უმოკლეს დროში აგებენ გრაფიკებს, პოულობენ გადაკვეთის წერტილების კოორდინატებს. ასევე ეფექტურია მათემატიკური ობიექტებით ვირტუალური მანიპულირება, ამ ფორმით მუშაობის დროს, მოსწავლეებს უადვილდებათ საკითხის აღქმა და დასწავლა, უფრო  მოტივირებულები არიან, მეტი ხალისითა და ინტერესით  ერთვებიან საგაკვეთილო აქტივობებში. 

დიდ მადლობას ვუხდით მათემატიკის მასწავლებელს -  ნინო ანასაშვილსა და მის მოსწავლეებს“, აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება