სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სოციალური მუშაკის დახმარებით ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება მოხდება“- ეკატერინე გოგელია, ხაშმის საჯარო სკოლის დირექტორი
26-04-2021
-
+


თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ხაშმის საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე გოგელიას მოსაზრებებს გთავაზობთ.

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სოციალური მუშაკების შესვლა სკოლებში კარგ საქმეს გააკეთებს - მათი ყოფნა ნიშნავს ზრუნვას მოსწავლეებზე. მათი დახმარებით მოხდება ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება და დაიგეგმება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება; სოციალური მუშაკები დაეხმარებიან მასწავლებლებს ამ მიმართულებით მუშაობაში. 

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. სასწავლო წლის ნახევარზე მეტი მოსწავლე სკოლის მიღმა იყო და სასწავლო პროგრამა აუთვისებელი რჩებოდა . ახალი რეგულაციებით ამ დროის 45 დღით შემცირება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- კვლევებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ვერ მოხდა მასწავლებლებისთვის სტატუსების მინიჭებით. აქ საქმე მხოლოდ მასწავლებელში არ არის - განათლების სისტემაში უნდა მოხდეს კომპლექსური ცვლილებები. ჩემის აზრით, უნდა იყოს გამოცდა ჩაბარებული და გამოცდაჩაუბარებელი მასწავლებელი.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- სამედიცინო კაბინეტის მოწყობა სკოლაში აუცილებელია, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ჩვენს სკოლას მსგავსი რესურსი არ გააჩნია -  სკოლა დეფიციტურია და გამოსაყოფი ფართიც არ გვაქვს.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- ონლაინსწავლება იყო ეპიდემიით გამოწვეული გამოუვალი მდგომარეობა. ვფიქრობ, განათლების სამინისტრომ კარგად მოძებნა გამოსავალი. „TV სკოლის“ პროექტმა ხელი შეუწყო მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დისტანციური სწავლების პროცესში. რა თქმა უნდა, პირისპირ სწავლებას არაფერი სჯობს, მაგრამ მოსწავლე, რომელსაც ჰქონდა სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი, არ უნდა გასჭირვებოდა სწავლა. სხვა რამეა მოსწავლეთა ჩართულობა, ამაში, რა თქმა უნდა, მშობელს უნდა გამოეჩინა ყურადღება . ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ გაკვეთილებში, მასწავლებელმა უნდა გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა და ყურადღება, რათა შეძლოს ჩამორჩენის დაძლევა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება