სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ იცინიან იაპონელები ახალი წლის პირველ წუთებში ხმამაღლა
06-12-2017
-
+


იაპონელი ბავშვები ახალ წელს ახალ ტანსაცმელში ხვდებიან. ახალი წლის ღამეს ისინი ბალიშების ქვეშ იალქნიან ნახატებს მალავენ და იმედოვნებენ, რომ ნავებით მათთან შვიდი კეთილი ჯადოქარი მიცურდება.

ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქები ახალ წელს თოვლისა და ყინულის ულამაზესი სკულპტურებით მშვენდება.

იაპონელებს ახალი წლის დადგომას გონგის 108 დარტყმა ამცნობს. ადგილობრივთა რწმენით, თითოეული დარტყმა ადამიანის თითო უარყოფით თვისებას კლავს. ასეთი კი ადამიანს 6თვისება აქვს: სიხარბე, სიბოროტე, სიბრიყვე, უგუნურობა, თავდაუჯერებლობა და შური.

ახალი წლის პირველ წუთებში იაპონელები ხმამაღლა იცინიან, რაც ადგილობრივთა რწმენით, მათთვის ბედნიერების მომტანი იქნება.  იმისათვის, რომ ბედნიერებამ მათ სახლებში შეიხედოს, იაპონელები სახლის კარს ლელქაშებითა და ღიღილოებით რთავენ.

იაპონელების სუფრას საახალწლოდ მაკარონი, ბრინჯი, ჭანარი და ლობიო ამშვენებს. ტრადიციული საახალწლო ატრიბუტია ბრინჯის ფქვილისგან გამომცხვარი ფუნთუშები.
იაპონელ თოვლის ბაბუას „სეგაცუ სანი“ ჰქვია.

ახალ წელს გოგონები ბადმინტონით ერთობიან, ბიჭები კი ცაში საჰაერო ფრანებს უშვებენ.
ყველაზე პოპულარული საახალწლო აქსესუარი იაპონიაში ფოცხებია, რადგანაც მათი საშუალებით იაპონელები ბედნიერებას აგროვებენ.  ფოცხებს ისინი ლელქაშის ღეროებისგან აკეთებენ და სხვადასხვა ფერებში ხატავენ. იაპონურ ფოცხებს „კუმადები“ ჰქვია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება