| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მერაბ ჭელიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ირემაძეების საჯარო სკოლაში IX-X კლასებში განხორციელდა პროექტ - „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ ფარგლებში - „არა, სიძულვილის ენას და მშვიდობიანი თანაცხოვრება“.
მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები, პოსტერები, მშვიდობიანი თანაცხოვრების ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ. პროექტის მონაწილეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებში.
პროექტის ფარგლებში მოწვეული გახლდათ თბილისის თავისუფლების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ელდარ ჯავახიძე და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელმაც ისაუბრა სიძულვილის ენისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) თანამშრომლობით. ფასილიტატორობა კი გაუწიეს ავტორებმა: ქეთი მელიქიშვილმა და ირემაძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - იამზე ირემაძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“
ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას