| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ გამწვანების მარათონში დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ჩაერთვნენ.
პატარები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი შეუერთდნენ“ - ალათუმანის საჯარო სკოლის ეზოში ექვსმა პირველკლასელმა სახელობითი ნერგი დარგო.
სკოლაში, სადაც ბავშვებს გარემოს დაცვასა და ბუნების მოფრთხილებას დაწყებითი საფახურიდან ასწავლიან, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„ეს დღე მათთვის განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება - ბავშვებმა არა მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადადგეს ცოდნის სამყაროში, არამედ სიმბოლურად საკუთარი ხელით ჩაუყარეს საფუძველი ახალი სიცოცხლესა და გარემოზე ზრუნვის კეთილშობილურ ტრადიციას. ალათუმანელი პირველკლასელები სახარულით მოუვლიან სახელობით ხეებს, რომლებიც მათთან ერთად გაიზრდებიან, გაძლიერდებიან და წლების შემდეგაც სკოლის ეზოს დაამშვენებენ“- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა - „ჩემი პირველი ნერგი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.
პროექტში ჩართულები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის წახალისებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“
ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას