| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
პატარებმა, პედაგოგ ინდირა სათირიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, შესაბამისად ინიციატივა სიხარულით შეხვდნენ.
„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო! პროგრამა „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, ჩვენმა პირველკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელთან ინდირა სათირიშვილთან ერთად, თავიანთი პირველი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს გარემოს მოვლასა და გაფრთხილებაში - სკოლის ეზოში საკუთარი სახელობის ნერგები დარგეს.
ეს ხეები ჩვენს პატარებთან ერთად გაიზრდებიან, გაძლიერდებიან და წლების შემდეგაც გაახსენებენ მათ სკოლაში გატარებულ პირველ, ყველაზე თბილ დღეებს. დიდი მადლობა ჩვენს პატარა მებაღეებს ასეთი ენთუზიაზმისა და ლამაზი თაოსნობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“
ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას