სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული პედაგოგების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად“-აუდიტის ანგარიში
17-04-2021
-
+


საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული პედაგოგების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლების მონაცემებით, 1,923 სკოლიდან 8,200-ზე მეტი პენსიონერი მასწავლებელი საპენსიო ჯილდოს სანაცვლოს წავიდა.

„სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა იმ მასწავლებლების ახალი კადრებით ჩასანაცვლებლად, რომლებმაც დატოვეს სისტემა. სასწავლო პროცესის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმართვის და ასევე შესაძლო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია სისტემიდან გასული მასწავლებლების დროული ჩანაცვლება ახალი კვალიფიციური კადრებით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ მიზანს ემსახურება 2010 წელს შექმნილი „მაძიებლობის პროგრამა“, რომელსაც ახორციელებს ცენტრი. 2019 წელს აღნიშნული პროგრამის პირველადი ვერსია გაუქმებულად გამოცხადდა და დამტკიცდა ახალი. მასწავლებლობის მაძიებლობა ერთ-ერთი გზაა მასწავლებლობის უფლების არმქონე პირმა მოიპოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება.

2019-2020 წლების მონაცებებით, ქვეყნის მასშტაბით სქემაში ჩართულია 2,138 მაძიებლობის სტატუსის მქონე მასწავლებელი, რომელთა 85% რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდა პედაგოგიურ საქმიანობას და იმ მასწავლებლების რიცხვს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ სტატუსი მინიჭებული. 2019 წელს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე 8,200 მასწავლებელს შეუწყდა სტატუსი. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში ახალი კადრების შედინება მოცემული პროგრამის ფარგლებში მოხდება, არსებული დანაკლისის მხოლოდ 26%-ის შევსებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებისა და მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით და 2016-2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, სისტემიდან გასულიმასწავლებლების ჩანაცვლებას მხოლოდ მაძიებლობის პროგრამით დასჭირდება 4 წელი.

ზემოთ განხილული გარემოებები მიუთითებს, რომ სქემით დანერგილმა მექანიზმებმა ვერ შექმნა საკმარისი წინაპირობა მასწავლებლების წინსვლის სტიმულირებისთვის. რელევანტური მექანიზმების დანერგვის პირობებში, შესაძლებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვა და სქემით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა არსებული მექანიზმების პირობებში იკვეთება პროცესის არაეფექტიანად წარმართვის რისკები“, -აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

იხილეთ - რა ნაკლოვანებები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა

იხილეთ ასევე: პენსიონერი მასწავლებლების სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ სამინისტრომ 75.5 მლნ ლარი გახარჯა - აუდიტი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება