სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას! - ტყემლოვანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
15-04-2021
-
+


14 აპრილთან  დაკავშირებით, ყოველ წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ტყემლოვანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.ამასთან, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული იყო სკოლის მოსწავლეთა კონკურსი – „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!", სადაც გამოვლინდა გამარჯვებული - მეცხრე კლასის მოსწავლე ნათია ჩინჩალაძე.

ასევე მოეწყო „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ; გარდა ამისა, გამოფენილი იქნა სკოლის მოსწავლეთა მიერ გამოცემული გაზეთის ნომრები, სადაც საუბარია მშობლიური ენის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამასთან, ცნობილი ქართველი პოეტების „დედაენისადმი" მიძღვნილი ლექსები.

კვირეული დაგვირგვინდა დაწყებითი კლასების მასწავლებლების: მარინე, მზია და ინგა ცუცქირიძეების მიერ მომზადებული მხატვრულ-ლიტერატურული-კომპოზიციით: „ო, ენავ ჩემო".მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დედაენას და ერთხელ კიდევ აღნიშნეს, რომ ესაა განძი, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება