სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ამაყობს მიღწეული შედეგებით“- ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ჭადრაკში ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
13-04-2021
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჭადრაკის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.

სკოლა მოსწავლეთა შედეგით ამაყობს.

„10 და 11 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობაზე ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკში 10 და 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც ტრადიციულად, მონაწილეობდა ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაკრები გუნდი. გუნდის წევრებმა მოიპოვეს 4 პირველი ადგილიდან 3 პირველი ადგილი.

10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გოგონათა შორის I ადგილი მოიპოვა ჩვენი სკოლის მოსწავლემ ლანა გობაძემ, ვაჟებიდან - თორნიკე გობაძემ.

14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პირველობა მოიპოვა მარი კახაძემ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი.

სკოლა ამაყობს მიღწეული შედეგებით და მადლობას უხდის ბატონ გივი გობაძეს.

ზემოთ აღნიშნული მოსწავლეები 22 აპრილს წარდგებიან აჭარის ჩემპიონატზე და დაიცავენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ნაკრების ღირსებას.

მიღწეულ შედეგებს ეხმაურება ჩვენი კუთხის მკვიდრი, სპორტის ამ სახეობაზე, ჭადრაკზე, უზომოდ შეყვარებული ბატონი რაულ კახაძე.

„ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა და სიამაყეა თითოეული ჩემი თანასოფლელის, ჩემი პატარა მეგობრის წარმატება, მახარებს მათი მოტივირებულობა“ - ამბობს ის და კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს იდგეს სოფლისა და მომავალი თაობის სამსახურში.

სწორედ მისი ინიციატივით, და მეტი სტიმულისთვის ამ გამარჯვების საჩუქარი -„ეზოს ჭადრაკი“,  სულ მალე ჩვენს სკოლას დაამშვენებს, რისთვისაც, წინასწარ უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ რაულ კახაძეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება